ჯაბა ჯიღაური "გაბალა" თუ "ზირა"?

AutoSharing Option
ჯაბა ჯიღაურმა ცოტა ხნის წინ დატოვა მაკედონიური "ვარდარი" და ახალი კლუბის ძიებაშია.

როგორც ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები იუწყებიან, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთან მოლაპარაკებებს ერთდროულად ორი აზერბაიჯანული კლუბი აწარმოებს. ესენი არიან ამ დროისთვის აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მე-2 ადგილოსანი "გაბალა" და მე-3 ადგილოსანი "ზირა".

ჯაბა ჯიღაურისთვის "გაბალა" უცხო გუნდი არ არის, მას ევროპა ლიგის შესარჩევში "დინამოს" მეტოქისთვის გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია ისიც, რომ "გაბალა" თბილისში გაივლის შეკრებას, აქ კი ამხანაგურ შეხვედრაში "დინამოს" და "საბურთალოს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ასაგებია რომ კარგად უხდიან, მარა იქვე რომ მიმოიხედოს, ირგვლივ იმდენი კაი ჩემპიონატია, სადაც უპრობლემოდ მოხვდება სასტავში. ევროპა მაინც ჯობია და იქედან აქეთ წამოხვიდე ახალგაზრდა კაცი იდიოტი უნდა იყო.არაა ჩვენი საშველი, ეგ არც ნაკრებში არ უნდა ათამაშო,თავისუფალ აგენტს რომ უკეთესი შეთავაზება არ ექნება, იმას რა უნდა ნაკრებში, ჯერ რა ფული აქვთ ამნაირი, რო კარიერა გვერზე გადადო, კვეკვე გამოუშვიათ ზნაჩეტ და მაგი ერთი თავით სჯობდა ჯაბას. მაგარი დურდომია
vaso
16:15 07-01-2018
1
რთული დილემის წინაშე ყოფილა ჩვენი ჯაბა))))
dfhhdhgdtg
21:07 07-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული