ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა ლეგიონერებმა გასულ უქმეებზე, ძირითადად, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ითამაშეს.

საგარეო გამარჯვება მოიპოვა ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკმა". ქართველი მცველის კლუბმა "რაიო ვალეკანოს" 3:2 სძლია.

22 წლის კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, საგოლე გადაცემა გააკეთა და მე-18 წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

მისი კლუბი 22-გუნდიან სეგუნდა დივიზიონში მე-17 პოზიციაზე იმყოფება.


გამარჯვება იზეიმა გიორგი აბურჯანიას "სევილია ატლეტიკომ".  ანდალუსიელებმა საკუთარ მოედანზე "ლორკას" 3:2 აჯობეს.

აბურჯანია სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მოედანზე 25-ე წუთზე გამოჩნდა, მისი კლუბი კი 16 ქულით
ბოლო პოზიციას იკავებს.

"ბარსელონას" მეორე გუნდთან საშინაო შეხვედრაში ქულას დასჯერდა გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსა". ქართველი ნახევარმცველის კლუბმა მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა.

გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც "სარაგოსა" 0:1 მარცხდებოდა. პაპუნაშვილის კლუბი 24 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს.

კვიპროსის პირველ დივიზიონში მორიგ მატჩში დამარცხდა გიორგი ჩიხრაძის და გიორგი ილურიძის "ეთნიკოსი".

ჩიხრაძის კლუბზე უკეთესი ლიმასოლის "აელი" აღმოჩნდა, რომელმაც საშინაო შეხვედრაში მეტოქეს 3:0 სძლია.

სტუმართა მხრიდან ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა გიორგი ილურიძე, რომელიც 77-ე წუთზე შეცვალეს. "ეთნიკოსი" 8 ქულით ბოლო, მე-14 პოზიციას იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ერჩით ებრალიძეს ?
vax-vax
14:23 08-01-2018
0
კვიპროსის ჩიხრაძეს და ილურიძეს რო ახსენებთ, კი მარა რა დააშავა ავთო ებრალიძემ, ბიჭმა 90 წუთი ითამაშა, მისი გუნდი პირველ ადგილზეა. მართლა რას ერჩით ამ კაცს. ნუ დაბლოკავთ გთხოვთ
datuna
13:43 08-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული