მან ეროვნული ლიგის გასულ გათამაშებაში, 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლის ავტორი გახდა.
აქვე გეტყვით, "ბალმაზუივაროშში" ქართველი ფორვარდი ბაჩანა არაბული და ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე უკვე ირიცხებოდა.
ასე რომ, უნგრული კლუბის ღირსებას 3 ქართველი ფეხბურთელი დაიცავს.
"ბალმაზუივაროშში" უნგრეთის მიმდინარე 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინა ადგილს 19 ქულით იკავებს.
უნგრეთის ჩემპიონატი 24 თებერვალს განახლდება და ქართველების გუნდი გასვლით შეხვედრაში "დებრეცენს" დაუპირისპირდება.