"საქართველოში მე-3 ლიგაში ვთამაშობდი და ჩეხეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადავედი"

AutoSharing Option
გიორგი ჩოჩიშვილი ახალგაზრდა ქართველი მეკარეა. ის ჯერ მხოლოდ 19 წლისაა.

ჩოჩიშვილმა მიმდინარე სეზონი პრაღის "სლავიაში" დაიწყო, თუმცა გუნდმა იგი "ვოლინში" გაანათხოვრა.

ახალგაზრდა გოლკიპერი ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, შოთა ჩოჩიშვილის შვილიშვილია.

Sportall.ge გიორგი ჩოჩიშვილს დაუკავშირდა და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

- როგორც ვიცით, კლუბმა გაგანათხოვრათ და  მიმდინარე სეზონს სლოვაკურ "ვოლინში" ჩაამთავრებთ...
- "სლავიას" 21-წლამდელთა გუნდში ვიყავი, მაგრამ ერთი კვირაა, რაც სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის გუნდში, "ვოლინში" გამანათხოვრა "სლავიამ", სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მექნება.

"სლავიაში" ძალიან დიდი კონკურენციაა და მაისამდე სლოვაკეთის კლუბში ვიქნები, შემდეგ კი
ჩეხეთში დავბრუნდები და ადგილის დასამკვიდრებლად ვიბრძოლებ.

Sportall.Ge

- პრაღის "სლავია" ჩეხეთის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. რა შეგმატა, როგორც მეკარეს ამ კლუბმა და რამდენად გაიზარდე ამ კლუბში გადასვლის შემდეგ?
- ძალიან ბევრი რამ შემმატა და ყველანაირად ძალიან გავიზარდე. "სლავიას" ძალიან მაგარი მეკარეების სკოლა აქვს, სადაც ყველაფერს აქცევენ ყურადღებას, რაც ძალიან წამადგა.

Sportall.Ge

- არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც თქვენ "სლავიაში" გადახვედით. მაშინ იყო საუბარი "სიტისა" და სხვა კლუბებზე. რამდენად რეალური იყო მაშინ "სიტის" დაინტერესება და კიდევ რომელ კლუბებში გადასვლის ვარიანტი გქონდათ?
- "სიტიდან" იყო ინტერესი, მაგრამ კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, რომელიც რეალური იყო, იმ კლუბში წავედი.

საქართველოში მე-3 ლიგაში ვთამაშობდი და ჩეხეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადავედი.

ყველაფრისთვის ძალიან მადლიერი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ არარეალური არაფერია.

Sportall.Ge

- როგორ გაიხსენებდით ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატს? ქართველმა ახალგაზრდებმა გულშემატკივარი სტადიონისკენ შემოაბრუნეთ და სულ ცოტა დაგაკლდათ ჯგუფიდან გასასვლელად...
- ეგ ეტაპი ჩემი ცხოვრების გამორჩეული ნაწილია... მართლაც მოვაბრუნეთ ხალხი და ნახევარფინალში გასასვლელად ცოტა დაგვაკლდა.

მთლიანობაში კი, ჩვენს გამოსვლას დადებითად შევაფასებდი.

Sportall.Ge

- ჩეხეთის ნაკრებთან ბოლო შეხვედრა გულშემატკივრის ცუდი საქციელის გამო რამდენიმე წუთით შეწყდა. რა შეგიძლიათ თქვათ ამის შესახებ და ზოგადად, რა კომენტარს გააკეთებდით აღნიშნულ საქციელზე?
- რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტი სასიამოვნო არ არის, მაგრამ მე გულშემატკივრების მთელი გულით მესმის, რადგან ის ამ დროს ემოციებშია.

მე არ შემიძლია ან გავამართლო, ანდაც გავამტყუნო აღნიშნული საქციელი.

- ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბში მიდიან, თუმცა უმეტეს შემთხვევაში საკუთარი თავის რეალიზაციას ვერ ახდენენ. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
- არ ვიცი, მე სხვაზე ვერ ვილაპარაკებ... თუმცა, შესაძლებელია, პრობლემა ხასიათსა და ადაპტირებაში იყოს.

- როგორი პირობებია საქართველოში ფეხბურთელის განსავითარებლად?
- ნორმალური პირობებია, მაგრამ უფრო მეტია საჭირო. უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს უნდა გააჩნდეს ბაზა და სავარჯიშო კომპლექსი.

- თქვენ "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი ხართ; ასევე, გითამაშიათ ახალგაზრდულ ნაკრებში და ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელთან გაქვთ შეხება. რას იტყოდით, როგორი თაობა ეზრდება ქართულ ფეხბურთს?
- კარგი თაობა იზრდება, მაგრამ ყველაფერს მარტო ნიჭი ვერ უშველის... ამ ყველაფერს სწორი განვითარება და ხელშეწყობა სჭირდება.

Sportall.Ge

- თქვენი მიზანი, ალბათ, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და თავის დამკვიდრებაა...
- რა თქმა უნდა, მაგრამ სანამ ეროვნულ ნაკრებამდე მივალ, უნდა დავამტკიცო, რომ ამის ღირსი ვარ.

ეროვნულ ნაკრებში თამაში არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ფეხბურთელის ოცნებაა.

Sportall.Ge

- რას ნიშნავს თქვენთვის, როდესაც მოედანზე ეროვნული ნაკრების ფორმით გამოდიხართ?
- ამ დროს სიამაყეს, პასუხისმგებლობას და მოტივაციას ვგრძნობ...

- არ შეგვიძლია არ ვახსენოთ ლეგენდარული სპორტსმენის, შოთა ჩოჩიშვილის სახელი. რას ნიშნავს თქვენთვის, იყო შოთა ჩოჩიშვილის შვილიშვილი და რამდენად დიდ მოტივაციას გძენთ ეს ფაქტორი?
- დამიჯერეთ, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც სპორტში მოტივაცია მაქვს, ბაბუაჩემს უკავშირდება.

მეც მსურს მივაღწიო ბევრს და ვიყო წარმატებული, როგორც ეს ბაბუაჩემმა გააკეთა.

- რა არის თქვენი სამომავლო მიზანი? რა შემთხვევაში ჩათვლის გიორგი ჩოჩიშვილი, რომ მისი კარიერა შედგა და დიდი ფეხბურთი ითამაშა?
- სამომავლო მიზანი უფრო დიდ გუნდებში გადასვლაა.

ჩემი კარიერა მაშინ შედგება, როდესაც ხალხისგან, ჩემი წარმატებით, პატივისცემას დავიმსახურებ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები მინდა გისურვო, მაგრამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია. პატრონი გყავდა და იმიტომ მოხვდი მე-3 ლიგიდან, თორემ უკეთესებიც არიან საქართველოს გასცდნენ კი არა, უმაღლესის ძირითადში არ ახვედრებენ
6
წარმატებები გიორგი! ისე შენგან სიტყვა ბაბუის ხმარება გამიკვირდა ;)
ნნ
23:39 15-01-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული