საბა კვირკველიამ ვიტსელსა და პატოს გასაქანი არ მისცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის კურორტ მარბელაზე შეკრებაზე მყოფმა მოსკოვის "ლოკომოტივმა" ამხანაგური-საკონტროლო მატჩი ჩაატარა ჩინეთის გასული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორ "ტიანცზინ ციუანცზიანთან", რომელსაც "რეალის" თავდამსხმელის რონალდოს შეძენა უნდა.

პირველ ტაიმში "ლოკოს" მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობა დააყენა და რა თქმა უნდა, სასტარტოში იყო ქართველი მცველი საბა კვირკველია.

მეტოქის გუნდში თამაშობდნენ ბელგიელი ნახევარმცველი აკსელ ვიტსელი და ბრაზილიელი ფორვარდი პატო. აღსანიშნავია, რომ საბამ პარტნიორებთან ერთად მოწინააღმდეგის შემტევების და მათ შორის პატოს ნეიტრალიზება მოახერხა.

"რკინიგზელები" უპირატესობას ფლობდნენ და მე-18 წუთზე პენალტის დარტყმის უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ თერთმეტმეტრიანი თავდამსხმელ ჯეფერსონ ფარფანს მეკარე
ჩჟან ლუმ აუღო. თუმცა, ფარფანმა მაინც გაიტანა გოლი (ეს 33 წლის პერუელი რომ არ ჰყავდეთ, რა ეშველებოდათ?) 38-ე წუთზე.

მეორე ტაიმში სიომინმა მთელი გუნდი გამოცვალა და საბოოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ფარფანი არის პერუელი და არა ჩილელი
დათო
23:42 23-01-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული