ჯაბა კანკავას მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუ ყაზახეთში არასწორად თარგმნეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა აცხადებს, რომ "კვირის" პალიტრისთვის" მიცემული მისი ინტერვიუ ყაზახურმა "სპორტსმა" არასწორად თარგმნა. მოგეხსენებათ, ჯაბა სათამაშოდ ყაზახეთის "ტობოლში" გადავიდა და კლუბის საიტმა მისი განმარტება გამოაქვეყნა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

თარგმნის ირონია
მთარგმნელებმა არასწორად გადმოსცეს ჯაბა კანკავას ემოციები "ტობოლთან" კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით. ფეხბურთელმა თავად გადაწყვიტა აეხსნა რა არის არასწორი.

ჯაბა კანკავას მიერ "კვირის პალიტრისთვის" მიცემული ინტერვიუს თარგმანი გამოაქვეყნა რესპუბლიკურმა ინტერნეტ - პორტალმა Sports.kz-მ, სადაც წერია: "მე ამ კონტრაქტის გაფორმებით განსაკუთრებულად აღფრთოვანებული არ ვყოფილვარ, მაგრამ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ საუკეთესო წინადადებით
"ტობოლმა" მომმართა".

- ქართულ მედიას მე სიტყვა - სიტყვით შემდეგი ვუთხარი:"კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ბავშვური აღფრთოვანება არ მქონია - იმ მომენტში "ტობოლისგან" მივიღე ყველაზე უკეთესი წინადადება!" ყაზახეთში კი დაწერეს, რომ "მე ამ კონტრაქტით აღფრთოვანებული არა ვარ". ჩემის აზრით, აქ უზარმაზარი განსხვავებაა! კონტრაქტით აღფრთოვანებული მხოლოდ ერთხელ ვიყავი, როდესაც 18 წლის ასაკში გავაფორმე ჩემი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი. "ტობოლთან" დადებული ხელშეკრულებით კმაყოფილი ვარ და სიამოვნებით ვითამაშებ კოსტანაის გუნდში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მადაც რომ სახვეწრად გაგიხდება საქმე კაპიტანო!
gigo
11:02 27-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული