ამ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 43-ე წუთზე კი მასპინძელთა გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ თავურით საპასუხო გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში მსაჯმა ორი როტერდამელი ფეხბურთელი გააძევა, ბრიან ლინსენმა დუბლი მიითვალა და არნემელებმა გაიმარჯვეს.
"ვიტესი" სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-7 ადგილზეა და 17 თებერვალს "ექსელსიორს" მასპინძლობს.