"გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის" - გურამ კაშია საქართველო უკრაინის მატჩზე

AutoSharing Option
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები გასვლაზე უკრაინასთან 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა.

"თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის.

ორივე გუნდს მძიმე პირობებში მოგვიწია თამაში, რაც ხარისხზე აისახა. ამ პირობებში, ვერ ვითამაშეთ იმ დონეზე, რა დონეზეც წინა თამაშები ჩავატარეთ, თუმცა თავს არ ვიმართლებთ.

რაც შეიძლება მალე
უნდა აღვიდგინოთ ძალები და მომდევნო მატჩში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, გავაანალიზებთ დღევანდელ შეხვედრას და შემდეგ თამაშს, საკუთარ მოედანზე, უკეთ ჩავატარებთ. განვიცდით დღევანდელ მარცხს, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ეს ჩვენი გზის ნაწილია", - თქვაა კაშიამ.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაკაბაძემ საშინლად ითამაშა, შენგელიაც ცუდად შემოვიდა, მიქაუტაძე არაა კარგ პალასაზე და ალბათ ძირიტრადში ზურიკოს უნდა დაეწყო! ისე წიტაიშვილი რატო არ ათამაშა, მოტივირებულიც არის უკრების წინააღმდეგ და თან მაგარი სწრაფია, ამწვავებს შეტევებს! წინა დღეს აზროვს ვუყურე ახალგაზრდებში, დაფრინავს, ტიპი ლოჩოსაც და შენგელასაც ბევრად ჯობს!
ლაშა
13:33 12-10-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული