მჭედლიძის დაბრუნება ახლოვდება - იტალიური პრესა სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს იტალიური მედია. ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა და ვარჯიში დაიწყო. ფეხბურთელს თითქმის 10-თვიანი იძულებითი პაუზა ჰქონდა აღებული.

ბოლოს მან "მილანის" წინააღმდეგ 2017 წლის 23 აპრილს ითამაშა, სადაც თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა, 54-ე წუთზე კი ტრავმის გამო შეცვალეს.

მის გამოჩენას "ემპოლის" შემადგენლობაში უახლოეს მომავალში ელიან. აქვე გეტყვით, რომ გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ხმები მისი ტოსკანური გუნდიდან წასვლის შესახებაც ვრცელდებოდა, თუმცა ქართველი ბურთს კვლავ "კარლო კასტელანიზე" გააგორებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძრწოდეთ ბუფონებო და დონარუმებო მჭედლიძე მოდის დაგერხათ :)
jimi
15:07 12-02-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული