ფეხბურთელი ბოლოს თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. მისი დამატება თბილისის "დინამოსაც" სურდა, თუმცა ფორვარდმა კარიერის გაგრძელება უცხოეთში გადაწყვიტა.
Sportall.ge სიხარულიძეს ჩეხეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.
- როგორ შეეწყვეთ "სლოვაცკოს", რამდენად კარგად მიდის ადაპტაციის პერიოდი?
- ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და ვფიქრობ, მალე გავივლი ადაპტაციის პერიოდსაც.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ უშუალოდ "სლოვაცკოს" შესახებ, რას წარმოადგენს ეს გუნდი ჩეხეთში?
- დარჩენილ სეზონში მთავარი მიზანი ადგილის შენარჩუნებაა და დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება.
- როდესაც
- მსგავსი რამ არ მითქვამს... გაუგებრობა იყო ან არასწორი თარგმანი.
- "სლოვაცკოს" გარდა, კიდევ რომელი უცხოური ვარიანტები იყო?
- იყო ვარიანტები, მაგრამ ამ თემაზე ლაპარაკი ახლა აღარ მინდა.
- თქვენი დამატება თბილისის "დინამოსაც" სურდა და კლუბმა ეს დაადასტურა კიდეც, თუმცა თქვენ "დინამოში" არ გადახვედით...
- უცხოეთში მინდოდა თამაში - მსურდა, უფრო ძლიერ ჩემპიონატში მეცადა ჩემი შესაძლებლობები...
- თქვენ საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველად ითამაშებთ. რა შეგიძლიათ გვითხრათ, რა არის თქვენი პირველი შთაბეჭდილება?
- ჯერ ამაზე სალაპარაკოდ ძალიან მცირე დროა გასული. ვნახოთ, ყველაფერი როგორ წავა...
- თქვენ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდით. როგორ ფიქრობთ, აი, ამ შემთხვევაში, რამდენად მართებულია, როდესაც შენი ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი ჩეხეთის ჩემპიონატის იმ გუნდში მიდის, რომელიც დასარჩენად იბრძვის?
- რა თქმა უნდა, მართებულად ვთვლი ახლა და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო...
- 27 წლის ასაკში წახვედით უცხოეთში სათამაშოდ. როგორ ფიქრობთ, დაგვიანებული იყო თუ არა წასვლა და რა არის თქვენი მიზანი?
- რა თქმა უნდა, არა! ფეხბურთში 27 წელი არ არის ის ასაკი, რომ დაგვიანებულად მიიჩნიო.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ თბილისის "ლოკომოტივზე" და მის მთავარ მწვრთნელ გიორგი დევდარიანზე, რომლის ხელშიც თქვენ აშკარად დიდი პროგრესი განიცადეთ?..
- კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი "ლოკომოტივის" ყველა წევრს, რომლებთან ერთადაც ერთი ძალიან კარგი წელი გავატარე. რა თქმა უნდა, დიდი როლი იყო გიორგი დევდარიანის იმ შედეგში, რაც წინა სეზონში მქონდა, რადგან მქონდა ნდობა და იმდენი სათამაშო დრო, რამდენიც არასდროს არსად მქონია და მადლობა მინდა მას ამისთვის გადავუხადო.
- რამდენად დიდია ფინანსური სხვაობა ჩეხეთის კლუბსა და თბილისის "ლოკომოტივს" შორის?
- სხვაობა არის, მაგრამ ძალიან მცირე.