"საუკეთესოა, ვისთანაც მითამაშია" - მიქაუტაძემ კვარაცხელია შეაქო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ პსჟ-ის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განაცხადა, რომ საუკეთესოა, ვისთანაც ერთად უთამაშია.

„ვინაა ყველაზე ძლიერი, ვისთანაც მითამაშია? საკმაოდ ბევრია, მაგრამ თუ ერთი უნდა დავასახელო, ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. შესანიშნავი ფეხბურთელია! რამდენად სრულყოფილია? ყველაფრის გაკეთება შეუძლია: კარგი დრიბლინგი აქვს, გოლის გატანა შეუძლია, საჯარიმოების და პენალტების შესრულება, კუთხურების ჩაწოდება, სწრაფი და უნივერსალურია. ამიტომ ყოველმრივ საუცხოოა“, - ციტირებს მიქაუტაძეს le10sport-ი.

altLe Parisien: "კვარამ" ჯერ თავი იმიჯი ვერ დაა

დასტურა და ადატაციისთვის რამდენიმე კვირა დასჭირდება

altრა არის კვარაცხელიას "მაქსიმალური მცდელობა" და "საჭიროება" - კერძი, რომელსაც თანამედროვე ინგრედიენტები შესძინეს...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული