პაულო ფონსეკამ დავით ხოჭოლავა "ზირკასთან" 68 წუთი ათამაშა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის 21-ე ტურში "შახტარმა" "ზირკა" უპრობლემოდ დაამარცხა 5:0.

ამ შეხვედრაში მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ძირითად შემადგენლობაში დააყენა ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა, რომელმაც ნაანტრაქტევს რამოდენიმე მეტრიდან ვერ შეძლო გოლის გატანა, 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 68-ეზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა შეცვალა.

შეგახსენებთ, ხოჭოლავა ფონსეკამ "რომასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში განაცხადში არ შეიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული