ლეგიონის უქმეები: გვილიას პირველი, ქართული დუელი და ესპანური დეჟავუ [VIDEO]

AutoSharing Option
გასული უქმეები ქართველი ლეგიონერებისთვის, შეიძლება ითქვას, წარმატებული გამოდგა. ამ უქმეებზე 4 ქართული გოლი გავიდა.

აღსანიშნავია, რომ სამი საგოლე გადაცემა ერთი ფეხბურთელის, ზაქარია ბეგლარიშვილის ანგარიშზეა.

მნიშვნელოვანი და პირველი გოლი გაიტანა შვეიცარიაში ვაკო გვილიამ. ასევე შვედურ "გეტებორგში" გიორგი ხარაიშვილის დებიუტი შედგა.

ესპანეთი. ლა ლიგა 2. ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკმა" "გრანადა" 1:0 დაამარცხა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

გიორგი აბურჯანიას (სათადარიგო) "სევილია ატლეტიკო" სტუმრად "კადისთან" ანგარიშით 1:4 განადგურდა.

გიორგი პაპუნაშვილმა "ლორკასთან" მატჩის მე-18 წუთზე გახსნა ანგარიში, "სარაგოსამ" კი ანგარიშით 3:1 მოიგო. ქართველმა
შეუცვლელად ითამაშა.

ეს მისი მეორე გოლია ჩემპიონატში. საინტერესოა, რომ პაპუნაშვილმა პირველი გოლიც "ლორკას" გაუტანა.


იტალია. სერია B. ლევან მჭედლიძის "ემპოლმა" "ენტელას" 2:1 სძლია. მჭედლიძე ტრავმირებულია.

ჰოლანდია. ერედივიზიე. გურამ კაშიას "ვიტესი" სტუმრად "უტრეხტთან" განადგურდა - 1:5. ქართველმა სრულად ითამაშა.

ბელგია. ჟუპილერლიგა. გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" სტუმრად მოუგო "გენკს" ანგარიშით 2:1. ჩვენებური სასტარტოში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. ჩაკვეტაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.

შვეიცარია. სუპერლიგა. ვაკო გვილიამ "ლუცერნის" შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა და რაც მთავარია, გამარჯვების. "ლუცერნმა" "ბაზელი" 1:0 დაამარცხა. ვაკომ შეუცვლელად ითამაშა.


პორტუგალია. პრიმეირა. გიორგი მაკარიძის "რიუ ავემ" შინ "ფეირენშესი" 2:1 დაამარცხა. მაკარიძე სათადარიგო იყო.

ავსტრია. ბუნდესლიგა. გიორგი ქვილითაიას "რაპიდი" სტუმრად 0:0 დაუზავდა "ალტახს". ქვილითაია 72-ე წუთზე შეცვალეს.

დანია. სუპერლიგა. ქართველთა "სილკებორგი" სტუმრად დაუზავდა "ჰობროს" - 1:1. დავით სხირტლაძემ შეუცვლელად ითამაშა, მათე ვაწაძე კი მხოლოდ 91-ე წუთზე გამოჩნდა.

ტრავმირებული საბა ლობჟანიძის გარეშე მოთამაშე "რანდერსი" სტუმრად "ოლბორგთან" შერცხვა, 0:4 დამარცხდა.

შვედეთი. სვენსკა ოუფენი. "მალმიომ" თასის მატჩში "გეტებორგს" 1:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. წაგებულთა რიგებში გიორგი ხარაიშვილის დებიუტი შედგა. ის მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. ლაშა დვალის "პოგონმა" შინ "კრაკოვიასთან" 0:3 წააგო. დვალმა 90 წუთი ითამაშა.

გიორგი მერებაშვილის "ვისლამ" ნიკა კაჭარავას "კორონას" 2:0 მოუგო, ხოლო მერებაშვილმა 88-ე წუთზე გაიტანა (ის 92-ე წუთზე შეცვალეს). კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა.


ჩეხეთი. I ლიგა. ირაკლი სიხარულიძე გამოჯანმრთელდა, მაგრამ ჯერ "სლოვაცკოს" განაცხადში ვერ მოხვდა. ქართველი ფორვარდის გუნდმა შინ "ბოჰემიანსი" დაამარცხა - 1:0.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილის "ტრნავამ" "ტრენჩინი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

უნგრეთი. OTP BANK ლიგა. ლიდერ ბაჩანა არაბულის გარეშე "ბალმაზივაროში" განწირული იყო "ფერენცვაროშთან" მატჩში, რომელიც ქართველთა გუნდმა 0:5 წააგო. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლაშა შინდაგორიძემ, ირაკლი მაისურაძე კი 74-ე წუთზე გამოცვალეს.

ალბანეთი. სუპერლიგა. ირაკლი ძარიას "კუკესმა" "ტეუტა" დაამარცხა - 3:2. ძარიამ შეუცვლელად ითამაშა.

მალტა. პრემიერლიგა. გიორგი გოროზიას (65-ე წუთზე გამოცვალეს) "ჰიბერნიანსი" სტუმრად "ვალეტასთან" დამარცხდა - 1:2. ქართველ ახალწვეულს უკვე 4 საგოლე პასი დაუგროვდა.

რუსეთი. პრემიერლიგა. ტულის "არსენალმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ამკარს", მაგრამ გამარჯვებულთა მარცხენა მცველ გია გრიგალავასთვის ეს უიღბლო მატჩი იყო - მან თავიდანვე ბარძაყის ტრავმა მიიღო და მე-7 წუთზე ჩვენებური "ესპანიოლის" ყოფილმა ვარსკვლავმა ვიქტორ ალვარესმა გამოცვალა.

ჯიმი ტაბიძის "უფამ" 3:2 მოუგო გიორგი ლორიას "ანჟის". ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა. ტაბიძე "ჩემპიონატმა" 7 ბალით შეაფასა, ხოლო ლორიას გუნდში უცუდესი შეფასება - 5,5 ბალი დაუწერეს.

თორნიკე ოქრიაშვილი კვლავ ლაზარეთშია. მისი "კრასნოდარი" სტუმრად 0:0 დაუზავდა მოსკოვის "დინამოს". მოსკოვის "სპარტაკმა" 1:0 მოუგო "სკა-ხაბაროვსკს". მასპინძელთა რიგებში ჯანო ანანიძე სათადარიგო იყო, ხოლო სტუმართა შორის არ ყოფილა გიორგი ნავალოვსკი.

უკრაინა. პრემიერლიგა. ლიდერმა "შახტარმა" მესამეადგილოსან "ვორსკლას" 3:0 მოუგო. "ვორსკლას" რიგებში სანდრო კობახიძე 67-ე წუთზე შეცვალეს, ანდრო გიორგაძემ მეორე ტაიმი ითამაშა და პენალტი "აიკიდა", ხოლო სტუმრებში შეუცვლელად გაისარჯა დავით ხოჭოლავა (ყვითელი ბარათი). მან ბურთი ერთხელ ხარიხას გაარტყა.

ნიკა სანდოხაძის "კარპატი" შინ "ოლიმპიკთან" 0:3 დამარცხდა. სანდოხაძემ შეუცვლელად ითამაშა.

ბელორუსი. თასი. გიორგი ქანთარიას "ნემანი" თასზე "კრუმკაჩის" უნდა შეხვედროდა, მაგრამ მეტოქე გათამაშებიდან მოიხსნა და ქართველის გუნდს 3:0 მოგება ჩაეთვალა.

ესტონეთი. პრემიუმ ლიგა. ზაქარია ბეგლარიშვილის "ფლორამ" 6:0 გაანადგურა "პაიდე" და ზაქარიამ გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. ბეგლარიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა. ქართველთა "საბაილი" შინ "სუმგაითთან" დამარცხდა - 0:1. ნიკა აფაქიძემ შეუცვლელად ითამაშა, თამაზ ცეცხლაძე არ ყოფილა.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. "ყიზილ-ჟარის" შემადგენლობაში პირველ ტურში "ქაირათთან" სამმა ჩვენებურმა ითამაშა: გოგიტა გოგუამ, გიორგი ფოფხაძემ და შოთა გრიგალაშვილმა. "ყიზილ-ჟარი" სტუმრად 1:2 დამარცხდა.

"ორდაბასიში" ჯაბა ჯიღაურის დებიუტი არ შედგა - ის სათადარიგო იყო შინ ყარაღანდის "შახტართან" 2:1 მოგებულ თამაშში.

შედგა პირველი ქართული დაპირისპირებაც - ლაშა კასრაძის "ჟეტისუ" შინ 0:1 დამარცხდა ჯაბა კანკავასა და ნიკა კვეკვესკირის "ტობოლთან". სამივემ შეუცვლელად ითამაშა, კანკავამ და კვეკვესკირმა გაფრთხილებები მიიღეს.

უზბეკეთი. სუპერლიგა. ტაშკენტის დერბიში შოთა არველაძის "ფახთაქორი" სტუმრად "ბუნიოდკორთან" დამარცხდა - 0:1.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბეგლარ შვილს და ჯიქიას ნუ თვლით ქართველ ფეხბურთელები მათ სხვა ქვეყნები აირჩიეს
Status quo
16:41 21-03-2018
0
Bერიზეს ტრამვა აკ
Tbiliskii
14:10 13-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული