sport-express.ru: საბა კვირკველიამ ძალიან ცუდად ითამაშა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ატლეტიკოსთან" განადგურების (1:5) შემდეგ, რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" "ლოკომოტივის" მცველის საბა კვირკველიას ასპარეზობა 4 ბალით შეაფასა და მისი თამაში ასე დაახასიათა:

"ისევე როგორც მისმა ყველა პარტნიორმა, მატჩი ძალიან სუსტად ჩაატარა. პირველი გოლისას ჩორლუკასთან ერთად პოზიცია დატოვა, ზონაში ხვრელი დარჩა და დაცვის ცენტრში დამზღვევი არავინ იყო.

მეორე ტაიმის დასაწყისში საულს ხელი ვერ შეუშალა და გოლი გავიდა. მეოთხე გოლისას ბურთი ფეხებშუა გაუძვრა, ხოლო მეხუთე გოლისას რიბუსი ვერ დააზღვია".
მკითხველის კომენტარები / 11 /
კვირკველია მაცალი სიცხიტ ატამასეს იმიტომ რომ საიმედო მცველია..იყო რახაც რაც უკეტესად სეიცლებოდა მაგრამ ცნელია მაცალი სიცხიტ ტამასი..წარმატებები სულ კვირკვოს
luka
00:16 19-03-2018
0
მეგობრებო, მე კვირკველიას ჯიბრი კი არ მჭირს, უბრალოდ ეგ და ნავალოვსკი ძირითადიდან ამოსაგდებია და ყველა ფეხბურთ^ის მცოდნე ამაში დამეთანხმება. ასათიანი ნახევარმცველი იყო, მაგრამ დაცვის ცენტრში ათამაშებდნენ. აბურჯანია იდეალური იქნება დაცვის ცენტრში, ფიზიკა აქვს, პასიც, ბურთის კარგად ამოტანა ეხერხება, კაცსაც ატყვილებს და დარტყმაც მაგარი აქ. მაგას დაამატეთ კაშია, ხოჭოლავა და დვალი- კაკაბაძე, ხედავთ რა მივიღეთ? 5 მცველი, რომლებიც ნახევარდაცვაშიც ჩვეულებრივად ჩაერთვებიან. დვალიც კაია ბურთთან, მახსოვს მისი მაგარი თამაში გერმანელებთან და გუნდშიც გამორჩეულია, კვირკველიას ესენი ყველა სჯობს ყველაფრით. ასეთი დაცვის პირობებში კანკავა საერთოდ აღარაა საჭირო, მითუმეტეს როცა გვილია ფორმაშია. ჯანოს ეხლა დატვირთვა არასწორია, არ ვიცი როგორ ფორმაშია კვეკვე, ამიტომ გვილიას გვერით არაბიძეს ჩავსვამდი, იმსახურებს ეგ ბიჭი , თან ამხანაგურებია, აბა როდის უნდა გამოსცადოს და შეათამაშოს გუნდი, გამეხარდა ჩაკვეტაძის გამოძახება, მხოლოდ სასტარტოში უნდა დააყენოს, მის გვერდით კი ჭანტურიშვილს ჩავსვამდი, რადგან ვაკო ვიცით რა ხილიცაა, თან ჯერ კაი გახურებული არაა. კარგ ფორმაშია პაპუნაშვილიც, რომელიც ძირითადსაც გაუშინაურდა და გოლიც გაიტანა. ფორმაშია მერებაც. გამოსაძახებელია ებრალიძეც, რომელიც მისი გუნდის განუყოფელი ნაწილია და გოლებიც გააქვს ხანდახან. ბერიძეზე და კობახიძეზე არაფერს ვიტყვი, დაჟე ქვილითაიას გამოყენებაც შეიძლება ფორვარდების უკან ნახევარდაცვაში, წინ კი უპირობოდ 2 თავდამსხმელით ვითამაშებდი და ესენია- სხირტლაძე და კაჭარავა. და ამ ბიჭების შეთამაშება ამ ამხანაგურებით უნდა დაიწყოს, აბა ეხლა მიპასუხეთ რაშია საჭირო ან ვის ინტერესებს ემსახურება ისეთი ფეხბურთელების თამაში, როგორებიცაა კანკავა, კვირკველია ნავალოვსკი და დვალიშვილი. მათი ადგილი დღეს უბრალოდ არაა ნაკრებში, რადგან მათზე უკეთესი ფეხბურთელები გვყავს. არ შეიძლება არ აღვნიშნო მეკარეების საკითხი. ხომ ხედავთ რომ მეკარე დღეს ლორიას გარდა არა გვყავს. ჯერ თვით ლორია რამდენადაა ნაკრების დონე, ეს ცალკე თემაა, ტრავმა რომ მიიღოს კვასხვაძის იმედი გაქვთ თუ უთამაშებელი მაკარიძის, რომელსაც 1 წელია არ უთამაშია? ამ ზამთარში, ფედერაციას ეს პრობლემა, რომ ვარგოდნენ , მოგვარებული უნდა ჰქონოდა და მახარაძე ეხლა, ამ ამხანაგურებს უნდა თამაშობდეს, დავრჩები ოპტიმისტი და იმედია იმას რასაც მე და ბევრი სხვაც ალბად ვხედავთ, თქვენც, ფეხბურთის დიდო მამებო დაინახავთ და გაგვახარებთ. ისე ჩაკვეტაძე, არაბული, დვალისა და სხირტლაძის გვარების გამოჩენამ სიებში გამახარა. მთავარია მათ ტაიმი მაინც ითამაშონ. გისურვებთ წარმატებებს . გთხოვთ ნუ დამიბლოკავთ, რადგან ეს სრული სიმართლეა და იქნებ წაიკითხონ ვისაც ეხებათ და რამეში წაგვადგეს. გაიხარეთ.
ვასო
16:20 16-03-2018
3

სიახლეები პოპულარული