გიორგი ქვილითაიას ჰეთ-თრიკი და ავტოგოლი "ვოლფსბერგერთან" მატჩში[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში "რაპიდმა" ვენაში 5:1 დაამარცხა "ვოლფსბერგერი". ამ შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე მისივე მონადირებული თერთმეტმეტრიანით ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმში მან კიდევ ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი. თუმცა, 79-ე წუთზე ავტოგოლიც გაიტანა.

გიორგიმ ჩემპიონატის 23 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, ქვილითაიამ 25-ე ტურში ლინცის "ლასკთან" მატჩში დუბლი შეასრულა. ამას გარდა, 1 მარტს მის მიერ 77-ე წუთზე გატანილი გადამწყვეტი გოლით "რაპიდმა" თასზე "რიდს" 2:1 სძლია, ნახევარფინალში გავიდა და 14 აპრილს გრაცში "შტურმს" შეხვდება.

"რაპიდი" 43 ქულით სატურნირო
ცხრილში მე-3 ადგილზეა და 1 აპრილს სტუმრად "მატერსბურგს" ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
პირველი 2 ბურთი ძლივს, ბორძიკით გაიტანა, გოლი საკუთარ კარში და ბოლო კაი გამოუვიდა. საერთოდ დაბნეული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, თან ზანტია. სხირტლაძე ბევრად სწრაფია და ფეხზეც უკეთესად დგას ჩემი შეტყობით და კაჭარავას საგრძნობლად მომატებული აქვს. არაბიძე ნამდვილად უნდა გამოეძახებია. ჯერ ერთი იმიტო რომ თავის სტილში ბადალი არა ყავს, უბრალოდ მართლა რთული ხასიათი აქვს როგორც სჩანს, და ეს პირველ რიგში მისთვისაა ცუდი. მეორე,ბიჭი ჯერ ახალგაზრდაა, თან შემდგარი იგროკია, ცოტა კორექტირება უნდა და ეგ არაფერი. მაგისთვის ნაკრებში თამაში ეხლა წაადგებოდა და კაი გუნდის ნახვაში დიდად დაეხმარებოდა, იქ კი სათამაშო პრ5აკტიკა ექნებოდა და ნაკრებს წაადგებოდა. ესე კი იმედგაცრუებულია და იკარგება. არა მაგი დასდაკარგი და ფედერაცია ამგვარ რაღაცეებს უნდა აგვარებდეს, ეს მარტივია. მგონი თავდასხმაში პრობლემა არ უნდა იყოს, 2 კაცი უნდა დააყენოს. მეკარეა მოსაგვარებელი და მალე, მახარაძეა ჩამოსაყვანი.
ვასო
15:05 18-03-2018
6

vaso
15:04 18-03-2018
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული