"ვაისი ჩემით არასდროს დაინტერესებულა, ესტონეთის ნაკრებში კი შანსი მომეცემა"

AutoSharing Option
ტალინის "ფლორას" 27 წლის ქართველ ლეგიონერ ზაქარია ბეგლარიშვილს ეროვნულ ნაკრებში კვლავ არ უხმეს. ესტონეთის ახლად დაწყებულ ჩემპიონატში მან 4 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.

როგორც ბეგლარიშვილმა გვითხრა, ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას დიდხანს ელოდა, თუმცა ეს არ მოხდა და აპირებს, ესტონეთის ნაკრების ღირსება დაიცვას.

ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- როგორ მიგდით საქმეები "ფლორაში"? ესტონეთის ახლად დაწყებულ ჩემპიონატს უგოლოდ არ ტოვებთ და აშკარაა, კარგ ფორმაში იმყოფებით...
- ყველაფერი კარგად მიდის... დასაწყისიც კარგი გამოვიდა, ჩემს ანგარიშზე
3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მსურს, წინა სეზონთან შედარებით, უფრო შედეგიანად ვითამაშო.

- თქვენი აზრით, რატომ არ გიხმოთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვლადიმირ ვაისმა?
- ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია... ჩემით არასდროს დაინტერესებულა, რამდენი ამხანაგურიც ჩატარდა და არც ახლა გამკვირვებია.

- ესტონეთის ჩემპიონატზე რომ გვითხრათ... რა დონის ჩემპიონატია და რატომ ვერ აღწევენ ადგილობრივი გუნდები წარმატებას ევროსარბიელზე?
- საშუალო დონის ჩემპიონატია და უმეტესობა კლუბებში აქცენტს ადგილობრივ ფეხბურთელებზე აკეთებენ. ევროსარბიელს რაც შეეხება, ალბათ, აქ უფრო გამოცდილი მოთამაშეების დამატებაა საჭირო, რათა წარმატებას მიაღწიო.

- აშკარაა, რომ საქართველოში ფეხბურთელებს დაბალი ხელფასები აქვთ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ ესტონეთში?
- აქაც თითქმის იგივე სიტუაციაა. ფეხბურთში ძალიან ცოტა ფულს დებენ და ანაზღაურებაშიც დიდი განსხვავება არაა.

- ყველაფერ ამის ფონზე, არ აპირებთ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებას?
- ჯერჯერობით არ ვაპირებ და ვნახოთ, მომავალში რა იქნება.

- საქართველოს ჩემპიონატიდან შემოთავაზებაც არ გქონიათ?
- რამდენიმე წლის უკან იყო საუბარი და ვაპირებდი დაბრუნებას, თუმცა არ გამოვიდა და ამ ეტაპზე, დაბრუნება აღარ მსურს.

- შეგიძლიათ გვითხრათ, რომელ გუნდთან გქონდათ მოლაპარაკებები საქართველოში?
- უკვე დიდი დრო გავიდა და ახლა საუბარს აზრი აღარ აქვს.

- ესტონეთის ნაკრები რამდენიმე დღეში საქართველოს დაუპირისპირდება...
- ძალიან საინტერესო დაპირისპირება იქნება. ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, ორივე ნაკრებისთვის ძალიან კარგი თამაშია.

- იყო იმაზე საუბრები, რომ ესტონეთის ნაკრებში გეთამაშათ და ამის სურვილიც გამოთქვით...
- აზრი არ შემიცვლია და საბუთებს ველოდები. წლის ბოლომდე მოქალაქეობას მივიღებ. ვფიქრობ, ესტონეთის ნაკრებში შანსი მომეცემა.

- ანუ ესტონეთის ნაკრებში ითამაშებთ?
- დიახ.

- რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- უბრალოდ, ფეხბურთელი ვარ და მსურს, ნაკრებში ვითამაშო. საქართველოში ამდენი ხანი არ დაინტერესდნენ ჩემით. ესტონეთში კი სურვილიც გამოთქვეს და ინტერესიც.

- უახლოეს მომავალში, ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში რომ დაგიძახოთ, შეცვლით თუ არა გადაწყვეტილებას?
- ეს კითხვა შარშანაც დამისვეს და იმის მერე დიდი დრო გავიდა... მაინც არავინ არ დაინტერესებულა და რას და როგორ ვიზამ, მაგაზე ტყუილად ლაპარაკს აზრი არ აქვს.

- თქვენ "ფლორაში" დიდი ხანია ასპარეზობთ და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც ხართ. რას ნიშნავს ესტონეთში გატარებული პერიოდი თქვენთვის? როგორც ვიცით, ესტონელები ძალიან გაფასებენ...
- ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს... კლუბში და მის გარეთაც დაფასებას ვგრძნობ. გულშემატკივრებსაც სურთ, რომ ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო. ისინი მეკითხებიან, თუ როდის მივიღებ პასპორტს.

რა თქმა უნდა, ჩემპიონობა ყოველ წელს მიზანია და ასევე, ყველა შესაძლო ტიტულის მოგება.

- თქვენ ახალგაზრდულ კარიერაში ამსტერდამის "აიაქსში" ვარჯიშობდით...
- ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია და იქ გატარებული დრო ყოველთვის კარგად მახსენდება. ვარჯიშები, სპეციფიკა, თამაშები, რომლებიც ჩავატარე...

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სასიამოვნოდ მახსენდება.

- როგორ ფიქრობთ, რისი რესურსი აქვს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს?
- ვფიქრობ, შეუძლიათ ერთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება.

- თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა ამ გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა?
- ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.

- რას აპირებს ზაქარია ბეგლარიშვილი სამომავლოდ?
- წლის ბოლომდე "ფლორასთან" ხელშეკრულება მაქვს და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ კაცისგან არავის ეწყინება სხვა ნაკრებში რომ ითამაშოს, ძაან ტეხავს აქ ერთი შანსიც რომ არ მისცეს :/
coco
21 მარტი 2018 11:39
3
მიდი ზაქრო მიაწექი, აბა რაუნდა ქნა, ბიჭს სათამაშო პრაქტიკა აქვს , უგოლოდ თამაშს არტოვებს და 1 შანსი არმისცეს, სადაც აფასებენ იქ ითამასებს აბა რასიზამს. წარმატებები ამ კაცს...
jiji
21 მარტი 2018 13:44
1
ისეთი კლასის ფეხბურთელია,როგორი კლასის ფეხბურთსაც თამაშობს ესტონეთი, ისე,რომ ნუ ეწყინება მას, მისნაირები თითქმის საქართველოს ყველა გუნდშია და რაღა იქ ვეძებოთ. თანამედროვე ფეხბურთელი ცოტა ათლეტურიც უნდა იყოს.
დათო
21 მარტი 2018 15:38
7
შანსი რაა, შანსი ისეთებისთვის მიუციათ, ამ კაცსაც რომ მისცენ რა პრობლემაა, მაგრამ მეორე მხრივ, გულზე ხელი რომ დავიდოთ არ უჩვენებია ამ კაცს ის დონე რომ დღევანდელ ეტაპზე ნაკრებში ათამაშო. მინიმუმ 7-8 კაცი ჯობია შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე, თუ მეტი არა და რატომაა ვალდებული ვაისი რომ შანსი მისცეს
valderrama
21 მარტი 2018 11:55
6
შე მართლა არაადეკვატურო. ავი ძაღლივით მოგდის - ჩვენ არ მივიღოთ სარგებელი ამ კაცისგანო, ფეხებზე გვკიდიაო და არც იმ ესტონელებს გამოადგეს და არც საკუთარ თავსო. მერე შენნაირი ,,მორალისტები" არიან ზუსტად - 5 ლარზე, რომ იყიდებიან თავად...
ალექს
21 მარტი 2018 15:01
1
sheni shefasebebi axla samartliania tu adekvaturi?
aleqs moralists
21 მარტი 2018 14:34
0
coco-ს. მე როგორც მახსოვს ამ ფეხბურთელს მისცეს ერთხელ შანსი და მან ითამაშ ესტონეთის წინაამღდეგ ამხანაგური. ასე რომ...
kako
21 მარტი 2018 12:23
2
კარგით რა რა ესტონეთი
lado dvaliSvili
21 მარტი 2018 11:29
17
ძAხარ მიიGე ესტონეტის მოქალაქეიბა Dა გზა ხსნილი გაქვს ევროპაჰი უფრო მეტს Mიახზევ ვიდრე
Dudu
21 მარტი 2018 13:30
1
აი,მასეთი დამოკიდებულებით იმის იქითაც წასულხარ რა..ჯერ ერთი,თავად ამბობს ლამის საქართველოს მსგავსი მდგომარეობაა აქაც ფეხბურთშიო და თან თურმე საშუალო დონის ჩემპიონატი ყოფილა..დაბალი კი არა ჭ კლასის ჩემპიონატია,თავადაც კარგად იცის..კიბატონო,შეიძლებოდა ერთხელ მაინც მისი გამოძახება ამხანაგურისთვის,მაგრამ აი ასეთი დამოკიდებულების გამო აწი აღარასდროს არ უნდა გამოიძახონ და მისი სახელიც უნდა დაივიწყონ საერთოდ.ვინც საკუთარ ქვეყანაზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს,მითუმეტეს უსამართლოს და არაადეკვატურს,ის არაა ღირსი ნაკრების..შენც ახლა ევროპაზე და მსოფლიოზე არ გახვიდე რიხინ-რიხინით მაგ ბალტიური ჭაობიდან რა..ჯერ პიროვნებები უნდა იყოთ და მერე სხვა დანარჩენი..რაგბში პიროვნებები არიან,ღირსეული ადამიანები და წარმატებაც მიტომ აქვს ნაკრებს..თქვენ კიდევ ჭაობი ხართ ფედერაციიდან დაწყებული მსაჯებით გაგრძელებული და რიგითი ფეხბურთელების დიდი ნაწილით დამთავრებული..
ალექს
21 მარტი 2018 12:20
25
რამ გაგამწარა? ესტონელებმა საქმის კეთება იციან ყველაფერში, ჩვენგან განსხვავებით. ჩვენ თუ არ ვიძახებთ ითამაშოს სადაც აფასებებ და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ჯიქიასგან განსხვავებით ამას ქართველობა არ აქვს დაკარგული. იტამაშოს ესტონეთში და ვუგულშემატკივრებ კიდეც ასეთ კაცს.
რეზო
21 მარტი 2018 13:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული