გიორგი ჭანტურიას ტრავმის გამო 6 თვე გაუცდება

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში "რუბინთან" ეკატერინბურგში ჩატარებული მატჩის 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ქართველი თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია, 10 წუთში კი მძიმე ტრავმა მიიღო.

სამწუხაროდ, მას მარცხენა მუხლის ჯვარედინა მყესები აქვს დაზიანებული, ამ დღეებში გერმანიაში ოპერაციას გაუკეთებენ და ნახევარი წელი მოუწევს ბიულეტენზე ყოფნა.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში რუსეთის პირველობის 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
საწყენია, ამიტომ ვამბობ, რომ ვაისმა და ფედერაციამ, ისეთ ფეხბურთელებზე, რომლებიც სულ ტრამვირებული ან 15 წუთით თამაშობენ, ნაკრები არ უნდა ააწყოს, საკმაოდაა ფეხბურთელები, რომლებიც სტაბილურად-90 წუთით თამაშობენ თავის კლუბებში და ტრამვასაც არ ღებულობენ. მაღალი დონის იგროკი, ტრამვას ნაკლებად ღებულობს. ეს ფეხბურთელის ბრალია, რადგან არ იცის თანამედროვე ფეხბურთი. ვინ გამატავებს და გაპამპულავებს მაგდენს? შედეგიც სახეზეა.ანანიძე, ჭანტურია, ოქრი და მჭედლო, რა თქმა უნდა გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ თუ ვინმეს ერთა ლიგაზე მაგათი იმედი აქვთ, ძალიან ცდება. ტრამვები მოიშუშეს ოქრიმ და მჭედლომ, მაგრამ სეზონი სრულდება და სექტემბრამდე, მათ სათამაშო პრაქტიკა არ ექნებათ. აქედან გამომდინარე, მე რომ ვიყო, მაგათ ნაკრებიდან გაუშვებდი, რადგან ბევრი საინტერესო იგროკი გვყავს, რომლებიც არც ნიჭით ჩამორჩებიან და პრაქტიკით და სპორტული მიდგომით, ხო მითუმეტეს. ასეც იქნება სავარაუდოდ, რადგან გვარები არაფერს ნიშნავს და შეუცვლელიც არავინაა. ამიტომ მათ, თუ ფეხბურთის თამაში სურთ, თავის თავი უნდა შეცვალონ და ყველაფერი კარგად იქნება
vaso
03 აპრილი 2018 11:17
1
სამწუხაროა. მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
Raiola
03 აპრილი 2018 00:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული