სანდრო კობახიძე თამაშით და ფრით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის 25-ე ტურში "ვორსკლამ" პოლტავაში ვერ შეძლო "ვერესის" დამარცხება (0:0). ამ შეხვედრაში მცველი ანდრო გიორგაძე სათადარიგო იყო, ხოლო ნახევარმცველი სანდრო კობახიძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, ნამატჩევს ვერ იყო მთლად კარგ გუნებაზე და ეს ჟურნალისტებთან საუბარში არც დაუმალავს:

"თანაბარი თამაში და ბევრი ბრძოლა იყო, რაც გაზონის ბრალია. ორი წაგების შემდეგ ფეხბურთელები, ასე ვთქვათ, აზრზე მოვიდნენ, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს. ვერა ვართ კარგ ხასიათზე".

პოლტავური გუნდი 38 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა და 7 აპრილს "მარიუპოლს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული