უკრაინის ჩემპიონატის 26-ე ტურში "შახტარმა" სტუმრად "ვერესი" 2:0 დაამარცხა. მეორე გოლი კი დავით ხოჭოლავამ გაიტანა, რაც მისთვის სადებიუტო გოლია "შახტარში".
"დონბასელთა ცენტრბეკმა "ვერესთან" მატჩში კიდევ ერთხელ მოახდინა თავისი მაღალი კვალიფიკაციის დემონსტრირება. მეორე სართულზე ლამის ორმეტრიანი დავითისთვის ბრძოლის მოგება ადვილი საქმე არაა, მითუმეტეს მასპინძელთა გუნდი უძლური იყო მის წინააღმდეგ, რამეთუ ქართველი შესანიშნავად არჩევს პოზიციას. არ დაგავიწყდეთ, რომ ხოჭოლავამ მეორე გოლი გაიტანა და ფაქტიურად გადაწყვიტა შეხვედრის