19:57 21-04-2018
გიორგი პაპუნაშვილს შანსი მისცეს და გამოიყენა კიდეც [VIDEO]
AutoSharing Option
წინა ტურში, "რაიო ვალეკანოსთან" მატჩში გიორგი მწვრთნელმა ნაჩო გონსალესმა 68-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და გოლი გაიტანა, გუშინ კი გონსალესმა თქვა, რომ ახლა ქართველი ლეგიონერის დროა, შანსს მისცემდა და უნდა გამოეყენებინა.
ჰოდა, გამოიყენა კიდეც. ის მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 56-ე წუთზე ანგარიში ბორხა იგლესიასის პასით გახსნა. პაპუნაშვილი 66-ე წუთზე შეცვალეს და მოედნიდან გულშემატკივრებმა აპლოდისმენტებით გააცილეს.
85-ე წუთზე ბორხა იგლესიასმა გაიტანა მეორე გოლი, სტუმრებმა კი ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს და არაგონულმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა.
გიორგიმ ჩემპიონატის 22 მატჩში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, "სარაგოსა" კი 58 ქულით მე-4 ადგილზეა, 27 აპრილს სტუმრად "რეუს დეპორტიუს" ხვდება და თუ ექვსეულში მოხვდა, ლა ლიგაში გადასასვლელად პლეი-ოფში იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მაგრა აქ ამ ბიჭს მომატებული ნაკრებსიც კარგი იყო.წარმატებები გიორგის საკმაოდ ნიჭიერია და თუ არ იზარმაცებს დიდ ფეხბურთს ითამაშებს
13
0
გიორგი გილოცავ, კიდევ უამრავი მომელოცოს, გაიხარე
19
0
პაპუ, პაპუ, პაპუუუუ ))) ყოჩაღ!
9
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული