მიეცი ხმა გიორგი ჩაკვეტაძეს: ბელგიაში 21-წლამდე საუკეთესო ტალანტს ირჩევენ

AutoSharing Option
საიტი Voetbalkrant.com-ი ბელგიის ჩემპიონატის 2017/18 წლების სეზონის საუკეთესო ტალანტს ავლენს.

სასიამოვნოა, რომ სიაში საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა.

მასთან ერთად გამარჯვებისთვის კიდევ 6 ფეხბურთელი იბრძვის და ესენი არიან:

ემანუელ დენისი (ბრიუგე), სამუელ კალუ (გენტი), ჰასან ბანდე (მეხელენი), იდრისა დუმბია (ზულტე ვარეგემი), დილან ბატუბინსიკა (ანტვერპენი), ალექსის საელკმაკერსი (ანდერლეხტი).

ამჟამად, ჩაკვეტაძეს ხმების 7,22% აქვს მიღებული, რითაც ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

გამოკითხვა 27 აპრილს, 17:00 საათზე დასრულდება.

გიორგის თქვენი მხარდაჭერა სჭირდება და გთავაზობთ ლინკს, სადაც ხმის მიცემა შეგეძლებათ:

▶ https://www.voetbalkrant.com/nl/nieuws/lees/2018-04-24/wie-vindt-u-dat-er-de-prijs-voor-beste-belofte-van-het-jaar-verdient
მკითხველის კომენტარები / 12 /
სწორედ ზაზა ტრაბახობდა საქართველოს ვაცნობ ამერიკელებსო და იმასაც კი ვერ ხვდებოდა რა კუთხით აცნობდა.მოკლედ ბელგიელებმაც და ამერიკელებმაც ჩვენზე უკეთესად იციან ვინ უფრო დამსახურებულია და ასე ხალხის დარაზმვა უსამართლობისთვის მაგარი ქაჯობა მგონია.თუ ვინმეს მიაჩნია რომ ზაზა ოლსტარის ღირსია და ამით ჩემზე უკეთეს ქართველად მიაჩნია თავი ამას უკვე სხვა სფეროს მუშაკები სჭირდება.
ქართველი ჯონი
16:42 27-04-2018
2
jon-s

ზაზამ როდის მოუწოდა ხალხს ხმა მომეცით და გამამარჯვებინეთო. ან რეებსაა რომ სწერ შე არაქართველო!
შოთა
13:02 26-04-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული