უკრაინის პრემიერლიგაც რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ ჩემპიონთა და რელეგაციის რაუნდად იყოფა.
ჩემპიონობამდე სამი ტური აშორებს დავით ხოჭოლავას "შახტარს", თუმცა უკრაინულ გრანდს გარანტირებული ოქროს მედლები არ აქვს. დონეცკური კლუბის მეტოქე კიევის "დინამოა", რომელთანაც სხვაობა 3 ქულაა და 9 გოლი.
"შახტარის" ამოცანაა, "ზორიასა" და "ვერესთან" ქულები არ დაკარგოს, რადგან ფინალური მატჩი დედაქალაქურ გუნდთან ელის. ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, "დინამოსთან" მარცხი კიევში ვეღარ ავნებს დონეცკურ კლუბს.
ქართველმა ფეხბურთელმა ამ სეზონში
ანდრო გიორგაძისა და სანდრო კობახიძის "ვორსკლა" მესამე პოზიციაზეა და ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძვის. მთავარი მეტოქე "ზორიაა", რომელთანაც ერთქულიანი სხვაობა აქვს. ფინალურ მატჩში კი სწორედ ლუგანსკურ გუნდს უნდა შეხვდეს საკუთარ სტადიონზე. "ვორსკლას" ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებული აქვს ევროპა ლიგაზე ასპარეზობა.
რაც შეეხებათ ქართველ ფეხბურთელებს, 22 წლის ანდრო გიორგაძემ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქედან 5 შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ქართველი მცველისადმი ნდობა გაიზარდა და ამდენი სათამაშო დრო ადრე არ ეძლეოდა.
რაც შეეხება მეორე ქართველს, სანდრო კობახიძეს, ფეხბურთელმა 18 მატჩში იასპარეზა და სამი გოლი გაიტანა.
მეექვსე ადგილზეა ლუკა მახარაშვილის "ვერესი", თუმცა 20 წლის ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი არ მისცემია.
რელეგაციის რაუნდში მესამე ადგილზეა ნიკა სანდოხაძის "კარპატი", რომელიც წაგების შემთხვევაში შეიძლება მეოთხე ადგილზე აღმოჩნდეს და პლეი-აუტში მოუწიოს ასპარეზობა.
მთავარი მეტოქე "ზირკაა", რომელთანაც სხვაობა ორი ქულაა და ბოლოსწინა ტურში მოუწევს დაპირისპირება.
ზამთარში გადაბარგებულმა ნიკა სანდოხაძე "კარპატს" კარგად შეეწყო, თუმცა 4 მატჩის შემდეგ ტრავმა მიიღო და სეზონს გამოტოვებს.
▶ვინ შეეცილება საბა კვირკველიას ჩემპიონობას? - რა ხდება რუსეთში ორი ტურით ადრე