საბა კვირკველია: ამ ადამიანმა ფეხბურთში მეორე სიცოცხლე მაჩუქა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ Sportbox.ru-ს ინტერვიუ მისცა.

- ჩემპიონობის შემდეგ ორი დღე გავიდა, რას გრძნობთ ახლა?
- შესანიშნავი გრძნობები ჯერ კიდევ არ გამნელებია. ჩვენ ამ დღეს დიდი ხნის განმავლობაში ველოდით! "ზენიტთან" შეხვედრის ბოლო 2 წუთი საშინლად გაიწელა. ასე მეგონა, თითქოს დამატებით ახალი მატჩი ჩავატარე.

როდესაც საფინალო სასტვენი გავიგე, მზად ვიყავი, პირდაპირ მოედანზე მოვმკვდარიყავი. ვერაფერს ვერ ვგრძნობდი. ეს იყო ყველაზე დიდი კაიფი, რაც აქამდე განმიცდია.

- ამბობენ, რომ თასიდან დალეული შამპანური უგემურია...
- ვინ თქვა ეს? ეს
იყო ყველაზე გემრიელი შამპანური, რაც ცხოვრებაში დამილევია.

- იგორ დენისოვმა განაცხადა, რომ ის იური სიომინის მადლიერია... მადლობას მას თქვენც უხდით?
- თუ არ იქნებოდა პავლიჩი, მე სადღაც პირველ ლიგაში ვითამაშებდი. მახსოვს, პირველად "ლოკომოტივში" რომ გადმოვედი, ყველა ამბობდა: "რაში სჭირდება სიომინს კვირკველია, რომელიც "რუბინის" განაცხადში ვერ ხვდება?"

არ მინდა გვარები დავასახელო, მაგრამ ასე ბევრი საუბრობდა. ესენი იყვნენ ფეხბურთის სფეროში ცნობილი ადამიანები.

პავლოვიჩმა ჩემი დაიჯერა და მის გამო ყველაფერს ვაკეთებ. ბედნიერი ვარ მასთან მუშაობით. 70 წლის ადამიანი ჩვენთან ერთად ყოველ საწვრთნელ დღესაა. ესაა ადამიანი, რომელმაც ფეხბურთში მეორე სიცოცხლე მაჩუქა.

სიომინი ისეთ სიამოვნებას იღებს ფეხბურთისგან, რომ შოკში ვვარდები. დაე, მან გაწვრთნას "ლოკომოტივი", სანამ მას ეს სურს.

▶ იური სიომინი: გახსოვთ, კვირკველია ბეილს რომ დაეწია?
▶ sport-express: საბა კვირკველია - ქართველი მეფე სოლომონი
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალე საბა შენ ნამდვილად სამაგალითო ქართველი ხარ შენი მაგალითიდ უნდა გაიზარდონ ქართველები უნდა მიხვდნენ რომ ცხოვრება ბრძოლააა და თუ იბრძოლებენ ისინიც შენსავით ავლენ ჩემპიონობის საფეხურზე კიდევ ერთხელ გილოცავ ამ წარმატების დაწყებას და რაც მთავარია არ გაჩერდე სულ წინ და წინ გევლოს ჩემპიონის მენტალიტეტით.
Fani
21:25 08-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული