დავით ხოჭოლავა უკრაინის თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დნიპროში, უკრაინის თასის ფინალში "შახტარმა" 2:0 დაამარცხა კიევის "დინამო" და თასის მფლობელი გახდა.

დონეცკელთა მცველი დავით ხოჭოლავა, მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ, ისევე როგორც ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "ზორიასთან", კვლავ არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში და 90+1-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელთა გუნდში 96-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე 17 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კლიმენტის ვაჟია?
Lagashi
08:13 10-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული