ვაკო გვილიას შვეიცარიული ბრინჯაო და ევროპა ლიგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შვეიცარიის სუპერლიგის 34-ე ტურში ვაკო გვილიას "ლუცერნმა" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა "სენტ გალენი".

ამ შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, 19 694-იან სტადიონზე თამაშს 14 026 მაყურებელი დაესწრო. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, შემდეგ სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა პასკალ შურპფმა დუბლი შეასრულა, 63-ე წუთზე "სენტ გალენმა" ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი "ლუცერნის" ჰავბეკმა მარვინ შულცმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

გვილიამ კვლავ შეუცვლელად ითამაშა და 90-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"ლუცერნი" 52 ქულით მე-3 ადგილზეა, მდევრებს 7 ქულით უსწრებს, ბრინჯაოს მედლებს ვერავინ შეეცილება და მომავალ სეზონში
ევროპა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

13 მაისს "ლუცერნი" "გრასჰოპერსს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავ ვაკო და უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ.
gizog
11:35 10-05-2018
0
ძალიან საჭირო ფეხბურთელია ნაკრებისთვის
ალეკო
11:12 10-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული