ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ვაკო გვილია "დინამო თბილისის" ფეხბურთელია. ქართველმა ნახევარმცველმა დედაქალაქურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს თბილისში შეუერთდება.

ვაკო გვილიას საფეხბურთო კარიერა უკრაინული ზაპოროჟიეს "მეტალურგში" დაიწყო. შემდეგ ბელარუსის "მინსკის" და "ბატეს", შვეიცარიული "ლუცერნის", პოლონური "გურნიკის", "ლეგიას", "რაკუვისა" და "პიასტის" რიგებს იცავდა.

გვილია სამჯერ გახდა პოლონეთის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი. ბელარუსში კი ორჯერ იჩემპიონა და ერთხელ სუპერთასს დაეუფლა.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვაკო გვილიას 44 მატჩი (3 გოლი, 3 ასისტი) აქვს ჩატარებული.

აქვე ვაკო გვილიას პირველი კომენტარი: ბედნიერი ვარ, რომ ვბრუნდები მწვანე
მინდორზე და ბედნიერი ვარ, რომ ამას თბილისის "დინამოს" რიგებში გავაკეთებ. ვიმედოვნებ წლევანდელი სეზონი ჩვენთვის წარმატებული იქნება.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
Ამხანაგი რომანი თავის სტიქიაშია)))
Დინამოელი
15:33 30-01-2025
0
კახელისა არიყოს რა დინამო საპენსიო გუნდი გახდა? ფიფია არ გცხვენია საქართველოს პირველი გუნდი რას დაამსგავსე გაყიდე რა.
დავით
08:07 30-01-2025
0

სიახლეები პოპულარული