გურამ კაშია: ძალიან ცუდად მძინავს, ღამეში 5-ჯერ ფეხების ტკივილი მაღვიძებს

AutoSharing Option
საიტმა Houvanarnhem.nl-მ არნემის "ვიტესის" ქართველ კაპიტან გურამ კაშიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

"ფეხბურთელები რაც უფრო შედიან ასაკში, მით უფრო უჭირთ ტრავმის მოშუშება. იგივე შეიძლება ითქვას 30 წლის გურამ კაშიაზე. მან ეს აღიარა "ტელეგრაფთან" ინტერვიუში.

კვლევა მოწმობს, რომ ფეხბურთელების უმეტესობა კარიერას დაახლოებით 36 წლის ასაკში ამთავრებს, რადგან ძალიან რთულია, ამ ასაკში მძიმე დატვირთვებს გაუძლო. კაშიაც ამბობს რომ ძალიან რთულია, მატჩის შემდეგ მეორე მატჩამდე ემოციური და ფიზიკური მხნეობა დაიბრუნო, მით უმეტეს, ახლა, როცა მატჩებს შორის პერიოდი ძალიან მცირეა.

"მატჩის შემდეგ ძალიან რთულია, ღამე
დაიძინო... რაც უფრო ასაკში შედიხარ, ეს უფრო რთულდება. ძალიან ცუდად მძინავს, ღამეში 5-ჯერ მეღვიძებაა, ფეხები ისეთი დაღლილი გაქვს, რომ ტკივილი გაღვიძებს.

აღდგენის პერიოდს დღეში 5-6 საათი სჭირდება და ამ დროს უნდა იწვე. როგორც წესი, ადამიანებმა არ იციან მოედანს მიღმა.

თუ პროფესიონალი ხარ, ისე უნდა შეძლო, რომ ყველა თამაში ჩაატარო", - ამბობს კაშია".

▶ გურამ კაშიამ პლეი-ოფის პირველ მატჩში გამარჯვების გოლი 90+1-ე წუთზე გაიტანა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამაგიეროდ,კაი ფულსაც იღებ.
სტატუს ქუო
17:18 18-05-2018
18
სამკლაური ფეხზე გაიკეთე და მოგიშვება
44

სიახლეები პოპულარული