როდის დაუბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს და დაეხმარება თუ არა ის საქართველოს ნაკრებს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ამომავალი ვარსკვლავის გიორგი ჩაკვეტაძის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს. ამის შესახებ Sportall.ge-ს გიორგის ძმამ, ომარ ჩაკვეტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის და დიდი ალბათობით, გიორგი ხვალ "ბრიუგესთან" მატჩში გუნდის განაცხადშიც მოხვდება.

როგორც ომარ ჩაკვეტაძემ გვითხრა, მის ძმას საქართველოს ნაკრებიდანაც დაუკავშირდნენ და ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ.

რაც შეეხება გიორგის ასპარეზობას ნაკრების ორ უახლოეს ამხანაგურ მატჩში, ჩაკვეტაძეს ვლადიმერ ვაისი იმ შემთხვევაში გამოიძახებს, თუ ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ ფეხი კარგად ექნება და ტრავმა აღარ შეაწუხებს.

▶ ექსკლუზივი: რამდენი ხანი გაუცდება გიორგი
ჩაკვეტაძეს? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
არაა მაგი ტრამვისკენ მიდრეკილი, ჭკვიანურად მოძრაობს. მცირე ტრამვა აქვს, მარა გარისკვა არა მგონია ღირდეს. ისე გენტს გადამწყვეტი თამაში აქ და მოგება უნდა. ჩაკვე დიდი ფული ღირს და არა მგონია გამოუჯანმრთელებელი ათამაშონ. თუ გაუჭირდათ, ბოლო 15 წუთი შეიძლება მისცენ,თუ არადა ზნაჩეტ არაა მზად. სანაკრებოდ კი იქნება
vaso
09:04 20-05-2018
0
აუ ეს მჭედლო და ყენიასავით თუ მოკვდა ყოველ წუთს აზრი არ აქვს ამის ფეხბურთს
გიორგი
15:16 19-05-2018
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული