პაპუნაშვილი "სარაგოსას" ლა ლიგისკენ მიუძღვის - "ალბასეტეს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდადივიზიონის მე-40 ტურში გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "ალბასეტე".

პაპუნაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც 58-ე წუთზე შეცვალეს. "ლა როსალედაზე" შეკრებილი 23 827 მაყურებელი გიორგის ფეხზე წამოუდგა და მოედნიდან ოვაციებით გააცილა. მან ეს დაიმსახურა.

შეგახსენებთ, ის წინა ტურში "კადისთან" წაგებულ მატჩში (0:2) მწვრთნელმა არ ათამაშა.

გიორგიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხშირად სასტარტოში არ ათამაშებდნენ.

"სარაგოსა" 65 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა,
27 მაისს "ვალიადოლიდს" მასპინძლობს და პრიმერაში გადასასვლელ პლეი-ოფში მონაწილეობის რეალური შანსი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ღორი კიარა ძაან მაგარ ფორმაშია და მალე ნაკრების ერთ ერთი ლიდერიც გახდება ეტყობა ეგარ სიამოვნებს აქ ზოგიერთს თორე სხვა ვინმეს რო ეგრე ეთამაშა ესე ცამდე აიყვანდენ და ლამის მესის შეადარებდენ ჯერ რა პასი გაჩითა მესამე გოლზე და საერთოდაც მაგრა შეეწყო გუნდს.
zaza
21 მაისი 2018 20:22
0
დააკვირდით იმ მომენტს, როცა თავისიანს გააქვს გოლი, რა დღეშია პაპუნაშვილი უბრალოდ.. ვერ ვიტან ეგეთ იდიოტურ გამოხტომებს ფეხბურთელში, ეს რონალდოზე ღორია მგონი, მარტო უნდა, რომ მას გაუკეთონ პასი.. უბრალოდ ნახეთ ის მომენტი და ნახავთ.. ტიპს გაუტყდა, რომ მის გარდა სხვასაც მისცეს პასი
ზურა
21 მაისი 2018 14:58
20
ქართველს ქართველის წარმატება ასე რატო უნდა შეგშურდეს? მან გააკეთა ის პასი და რა უნდა გატეხოდა? ხო ხედავ ისიც არ იცი რომელი არის პაპუნაშვილი.
გიგა
24 მაისი 2018 14:15
0
ზურაბ ჯიგარსონ... ასისტი გაიფორმა ტიპმა , რა გაუტყდა ღადაობ? მერე კიდევ რონალდუს ის უტყდება როცა ხელს არ უწყობს ვიღაც გუნდელი, რაც სრულიად ლოგიკურია, რადგანაც მესის ძალიან ედგნენ გუნდელები მხარში
ლევანი
21 მაისი 2018 22:55
0
ყველა გამოხმაურება
სააღოლ პაპუ გგულშემატკივრობ და შენი იმედი მაქვს, გააგრძელე შრომა წარმატებისთვის, აქ შენ ხარ, დანიაში საბა და ბელგიაში ჩაკვე, თქვენი იმედი აქვს ნაკრებს ერთა ლიგაზე, სანაკრებოდ ყველა ასეთ ფორმაში უნდა იყოთ ყოჩაღ ბიჭებოოო. დანარჩენ ნაკრების წევრებს გამოჯამრთელებას და წინსვლას ვუსურვებ ისეთს როგორიც ამ ბიჭებს აქვთ. ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართვეოს.
roma
21 მაისი 2018 11:53
0
მოახლოებულ ამხანაგურებში კი მინდა ვიხილო პაპუ,მაგრამ მას ეხლა 27 მაისს და 3 ივნის მნიშვნელოვანი მატჩები აქვს კლუბში,ამიტომ სჯობს ამ ამხანაგურებში არ გამოიძახოს ვაისმა. გაისად ლა ლიგა-ში გვეხილოს!
kika
21 მაისი 2018 09:34
0
იმედია ლა ლიგაში გადავა! მთავარია კიდევ მოინდომოს და დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება!
მერაბი
21 მაისი 2018 09:20
1
ყოჩაღ პაპუ!!! თან პირველი გოლი მაგარი შეაგდო!! წარმატებები ასე გააგრძელე
GIO
21 მაისი 2018 05:12
0
პაპუ,კვირკველია,კაშია,კაკაბაძე,გვილია,ხოჭოლავა ,ყაზაიშვილი,ქვილითაია,ჩაკვეტაძე, ლონჟანიძე ს.კანკავა,ებრალიძე,ნავალოვსკი.ეს ძირითად შემადგენლობას მოშინაურებული ფეხბურთელები...(უტრავმო)ოქრიაშვილი,ანანიძე,მჭედლიძე) და პლუს ძველი ხიმნასტიკის დროინდელი აბურჯანია რომელმაც ასე ვთქვათ გზა გაუკაფა დანარჩენ 2-ს ესპანეთისკენ,რომლებმაც უნდა მიბაძობ ზევით ჩამოთვლილ ფეხბურთელებს და დაიბევონ ძირითადი ადგილი გუნდში და გვეყოლება ანგარიშგასაწევი ნაკრები.მთლიანობაში არცისე ცუდად გვაქ საქმე,მგონია რომ გავძვრებით ევრო 2020ზე უფლისწყალობით...
ბაჩო გ
21 მაისი 2018 02:14
0
ბიჭოს, ეს აღარ ხუმრობს! ჯიგარი ხარ, პაპუ! მიდი, ასე გააგრძელე და წარმატებებიც მოვა
qomagi
21 მაისი 2018 00:58
0
ჰეთ თრიკი და პლიუს პასი.კაცო,შენა ამაი,წარუმატებლობაი ეძახი?
პაპუმ თავდაჯერება დაიბრუნა მგონი.
სოსო
21 მაისი 2018 10:01
0
ლა ლიგაშე მენახოს ეს ბიჭი ასე გახარებული! ამაზე კარგს რას მოვისმენდი ჩვენი ფეხბურთიდან ამ სეზონის ბოლოს...
Lasha
21 მაისი 2018 00:39
0
როგორც იქნა გაისწორა პაპუნაშვილმა მიზანი და ნაკრებშიც მჯერა ასე გაირჯება!!!
დიდუბე
20 მაისი 2018 23:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული