ჩინებული ამბავი - ზაურ მახარაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს!

AutoSharing Option
დონეცკის "ოლიმპიკის" 25 წლის მეკარემ ზაურ მახარაძემ (სიმაღლე 186 სმ) საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში გადაწყვიტა!

ამ უქმეებზე მრავალი სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ, ჩვენმა ლეგიონერებმა გვასახელეს და აი, კიდევ ერთი კარგი ინფორმაცია - "ოლიმპიკის" გოლკიპერმა ზაურ მახარაძემ მოქალაქეობა შეიცვალა და საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

ეს დონბასური კლუბის საიტმა იუწყა.

ზაურის მამა საქართველოში დაბადებული და გაზრდილია, თავად ზაური კი ოდესის ოლქის ქალაქ ბალტაში დაიბადა, უკრაინის ყველა ახალგაზრდულ ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა და ის "ჯვაროსნების" შეთავაზებას დათანხმდა.

ზაური საქართველოს ნაკრებში მალტასთან (1
ივნისს) და ლუქსემბურგთან (5 ივნისს) მატჩებში მონაწილეობას მიიღებს.

რა თქმა უნდა, ამისათვის მადლობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იმსახურებს.

მახარაძემ უკრაინის უკანასკნელ ჩემპიონატზე 26 მატჩში 33 გოლი გაუშვა და 9 შეხვედრაში შეინახა კარი "მშრალად". ის გუნდის კაპიტანი და ლიდერია. ზაურიმ თქვა, რომ უკეთესი გუნდებისგან აქვს შეთავაზებები და მათ წინადადებებს განიხილავს.

sportall.ge მისი საქართველოს ნაკრებში გამოძახების ინიციატივით გამოდიოდა, რადგან ძალიან სტაბილური კიპერია, 16 წლის ასაკში ჩაატარა პირველი მატჩი უკრაინის პირველ ლიგაზე, 20 წლისას დებიუტი ჰქონდა პრემიერლიგაზე, შარშან კი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

გილოცავთ!
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეგებ წიტაიშვილზეც ქნათ რამე. ასეთი ბიჭის დაკარგვა რავი...
Manchester 1
22 მაისი 2018 11:28
0
1-2 წელიწადში უძლიერესი ნაკრები გვეყოლება,მთავარია
სწორი მიდგომა , ფეხბურთელების თვითრწმენა და ფეხბურთელებში
დისიპლინა.
99999999999
22 მაისი 2018 11:08
0
ტრამვები და მოკლე სკამი თუ არ შეგვიშლის ხელს!
bs
22 მაისი 2018 11:32
0
არაა დასაკარგი არცერთი ფეხბურთელი! იმედია ნაკრებს გამოადგება!! ფედერაციას ვუსურვებ გააგრძელოს მუშაობა მსგავსი მიმართულებით, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე არ გყვავს დასაკარგი ფეხბურთლები.
ზაზა
22 მაისი 2018 11:07
0
1-2 წელიწადში უძლიერესი ნაკრები გვეყოლება,მთავარია
სწორი მიდგომა , ფეხბურთელების თვითრწმენა და ფეხბურთელებში
დისიპლინა.
99999999999
22 მაისი 2018 11:03
0
ძაან მაგარია, ლიხტენშტეინთან მოგების შანსი გაჩნდა
fifa
22 მაისი 2018 10:59
10
26 მატჩში 33 გოლი გაუშვა:D:D:D:D მოდი იყოს არ გვინდა სხვებიც გვყოფნის :D:D:D
Dimitriusi
22 მაისი 2018 10:47
7
როგორც გინდა თქვით მუშაოვს ფედერაცია! თან ისიც ეტყობა საქმეს რომ რაღაც კობკრეტული გეგმაც აქვთ! იქნებ გვეშველოს"
გენო
22 მაისი 2018 10:27
3
მშვენიერია,მაგას რა ჯობს.ნაკრებში კონკურენცია იზრდება თითქმის ყველა რგოლში და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს,აგერ ნახავთ.მადლობა ამ ბიჭს რომ საქართველოს ნაკრებზე გააკეთა არჩევანი.
qobuleteli
22 მაისი 2018 09:34
0
ძალიან მაგარი ამბავია, ყოჩაღ ფეფერაცია.
gionat
22 მაისი 2018 09:16
0
ბრავო, ძაან მაგარი ამბავი! ყოჩაღ ფედერაცია და მადლობა ამ ბიჭს! Welcome
Georgian
22 მაისი 2018 01:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული