კიევის "დინამოს" მწვრთნელმა დავით ხოჭოლავაზე იხუმრა: მან თავისი დონე აჩვენა

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ხაცკევიჩმა დონეცკის "შახტარის" ქართველი მცველის დავით ხოჭოლავას მის გუნდში ტრანსფერის შესახებ იხურმა.

ხაცკევიჩი კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობდა და ჟურნალისტმა ჰკითხა, განიხილებოდა თუ არა დავით ხოჭოლავას ტრანსფერიც.

"მან ჩვენს წინააღმდეგ ჩატარებულ თამაშებში თავისი დონე აჩვენა. ხოჭოლავამ ფონსეკას თავის ტკივილის საფუძველი მისცა, თუ ვინ დააყენოს შემდეგში ჩვენს წინააღმდეგ (იცინის)", - აღნიშნა "დინამოს" მწვრთნელმა.

როგორც ჩანს, ხაცკევიჩმა ეს ყველაფერი ირონიით თქვა, რადგან ხოჭოლავამ "დინამოს" წინააღმდეგ გამართულ ბოლო ორ შეხვედრაში შეცდომები დაუშვა.

ერთ მატჩში მისი შეცდომით კიეველებმა ბურთი გაიტანეს,
მეორეში კი დავითმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
Es ro kide vinmes dacinebs...
კახა
23:48 26-05-2018
3
ეს საიტი ხოჭოლავას დისკრიმინაციაზე მუშაობს. პირველი შემთხვევა არარის რომ ცდილობთ უარყოფით კონტექსტში გამოიყვანოთ
Esteban Granero
18:16 26-05-2018
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული