ოთარ კაკაბაძე "უესკასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

AutoSharing Option
სეგუნდადივიზიონის 41-ე ტურში ოთარ კაკაბაძის "ხიმნასტიკმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "უესკა".

მატჩის დაწყების წინ ტაროგონელმა ფეხბურთელებმა მასპინძლებს ლა ლიგაში გადასვლა მიულოცეს.

ოთარმა შეუცვლელად ითამაშა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან ჩემპიონატის 35 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

2 ივნისს "ხიმნასტიკი" უკანასკნელ ტურში პირველადგილოსან "რაიო ვალეკანოს" მასპინძლობს და ლიგაზე ადგილის შესანარჩუნებლად გამარჯვება ესაჭიროება. კაკაბაძე კი უთუოდ უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი რომ საუკეთესო იყო, დარწმუნებული ვარ მომავალში საუკეთესო ვარიანტს აარჩევს და კაი გუნდში გადავა. წარმატებები ოთარ და ღმერთი შენსკენ.
roma
10:18 28-05-2018
0
ეს ბიჭი ქართველი რომ არიყოს ვიღაც გრანდი წაიყვანდა
მოკლედ ქართველებმა რა შეუჭამეს ამ დედა აფეთებულებს არ ვიცი რაა
ასევე
09:28 28-05-2018
1

სიახლეები პოპულარული