საბა კვირკველია: ჩემი აგენტი "ლესტერთან" აწარმოებს მოლაპარაკებას

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ დაადასტურა, რომ შეიძლება "ლესტერში" გააგრძელოს კარიერა.

"ლესტერთან" მოლაპარაკებას ჩემი აგენტი აწარმოებს. ამ დღეებში გახდება ცნობილი, გადავალ თუ არა ინგლისურ კლუბში", - განუცხადა კვირკველიამ 1tv.ge-ს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლესტერის" მწვრთნელი კლოდ პიუელი პირადადაა დაინტერესებული კვირკველიას თავის გუნდში გადაყვანით და "მელიები" მზად არიან, ტრანსფერში 17 მილიონი ევრო გადაიხადონ.

altინგლისური პრესა: "ლესტერის" მწვრთნელს საბა კვირკველიას დამატება სურს

altleicestermercury: კვირკველიას რეპუტაცია გაცილებით გაიზარდა და ის "ლესტერის" სამიზნეა

მკითხველის კომენტარები / 21 /
რავი მე რუსი ვარ , მარა მეგრელებიც ჩემი ძმები არიან და კახელებიც , და რაჭველებიც კიდე , აქ გაზრდილი ვარ რათქმაუნდა და ამ ქვეყნის ინტერესი ჩემი ინტერესია , კვირკველია კიდე რო ძან მაგარია მაგაზე ორი აზრი რო არ არის ამას მარტო რუსეთში კი არა ყველგან აგიარებენ რათ უნდა მაგას პიარი ))))) ალბათ იხუმრეთ
iurichi
01:39 19-06-2018
0

megreli megrels - მე არვიცი თქვენ წისქვილზე ვინ რას მოგიყვათ და როგორ, არც იმას გიშლით ვინმე კუთხურობით რომ იამაყოთ, ისევე როგრც ნებისმიერი კუთხის წარმოადგენელი იამაყებდა, მე განსაკუთრებულობის და სხვაზე კუთხის მიმართ ზევიდან ყურების საპასუხოდ დავწერე. თუ კიდევ ერთხელ გადახედავთ რის საფუძველზე რა მივწერე, ჩემი მინაწერის შინაარს უფრო ფარდოთ დაუკვირდებით, წესით უნდა მიხვდეთ რასაც ვგულისხმობ, თუ არადა, მე მაგით არაფერი დამაკლდება.
stig
15:30 18-06-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული