ზაზა ჯანაშია: შეუძლებელია, საბა კვირკველიას ამ საქმესთან რაიმე საერთო ჰქონდეს

AutoSharing Option
ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ საბა კვირკველიას შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა.

ჯანაშიას ჰკითხეს, თუ რას იტყოდა ერთ-ერთი გარდაცვლილი ქართველის შესახებ, რომელიც საბა კვირკველიას სახლში აღმოაჩინეს.

"დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი საბა კვირკველიას მცირედითაც კი არ უკავშირდება. ის კეთილგონიერი ადამიანია და ის ამაში გარეული არაა და არც კი იცის, რა ხდება.

სოლომონს ბავშვობიდან ვიცნობ. კვირკველია მხოლოდ დარბოდა და ვარჯიშობდა. შეუძლებელია, მას ამ საქმესთან რაიმე საერთო ჰქონდეს", - აღნიშნა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვში, კუტუზოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში გუშინ გარდაცვლილი საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე იპოვეს.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ საცხოვრებელი ბინა საბა კვირკველიას ეკუთვნოდა და გარდაცვლილიც ქართველი მცველის მეგობარი იყო, თუმცა, კვირკველიას თქმით, ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

altსაბა კვირკველია: იმ სახლში, სადაც გარდაცვლილი იპოვეს, ნახევარ წელზე მეტია აღარ ვცხოვრობ

altLeicestermercury: "ლესტერი" საბა კვირკველიას არ შეიძენს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული