"უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა" - ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა

AutoSharing Option
სანქტ-პეტერბურგის "ზენიტმა" ბრაზილიური "ბოტაფოგოს 24 წლის ფორვარდი ლუის ენრიკე 35 მილიონ ევროდ შეიძინა. აღნიშნული საკმაოდ ძვირადღირებული გარიგების შესახებ რუსული Championat ვეტერან ქართველ ფეხბურთელს ზაზა ჯანაშიას ესაუბრა.

ჯანაშიამ ეს ტრანსფერი არ მოიწონა და აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" რუსი ან ქართველი ფეხბურთელი დაემატებინა.

"რატომ ხარჯავს "ზენიტი" 35 მილიონ ევროს ლუის ენრიკეზე? ელოდება თუ არა კლუბი ევროტურნირებზე დაბრუნებას? ვფიქრობ, რომ ეს უაზრო ტრანსფერია, რადგან ლუის ენრიკეს გარეშეც "ზენიტი" ძლიერი კლუბია.

სანქტ-პეტერბურგელებს შეეძლოთ ფეხბურთელი რუსეთიდანაც აეყვანათ, რადგან ძალიან ბევრი კარგი მოთამაშეა. უკეთესი იქნებოდა,
კლუბში რომელიმე ქართველი ფეხბურთელი გადასულიყო და შემდეგ ის 35 მილიონად თავად გაეყიდათ", - თქვა ჯანაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
სანამ ჩვენი ფეხბურთელები რუსეთში თამაშობდენ კი ქონდა ნაკრებს შედეგი შესაბამისი, ბოლო ადგილი საკვალიფიკაციო ეტაპზე,როგორც კი წამოვიდნენ ჩვენი ფეხბურთელები მაგ ჭაობიდან კი მოვხდით ევროპის ჩემპიონატზე,ეს მხოლოდ დასაწყისია,რაც მალე მიხვდებიან ქართVელები რომ რუსეთი ჭაობია ყველა სფეროშI მით მალე წავალთ წინ და რეალურად განვითარდებით როგორც სახელმწიფო.
დავითი
08:22 24-01-2025
2
ეს ჯანაშია ნაკრებში თამაშის დროს არველაძეებს და ქინქლაძეს მაგრად ჰყავდათ აგდებული, აჩმორებდნენ. მაშინ მეგონა თბილისელებმა არიფი სოფლელი ნახეს და ეკაიფებიან მეთქი. თურმე რა შუაშია სოფლელობა, არიფობა. კაცი ჩამოყალიბებული PIტალოა. რუსებმა მოსკოვში რომელიღაც ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელის ადგილი უფეშქაშეს და ტიპი რუსების საპოხ მასალად გადაიქცა. ოტრაბატივაეტ - როგორც რუსები იტყვიან.
ხვიჩა
18:51 23-01-2025
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული