დავით ხოჭოლავა: "შახტარისთვის" მომავალი სეზონი კიდევ უფრო რთული იქნება

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარი" ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა, დღეში ორჯერ ვარჯიშობს და გუნდის ქართველმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ კლუბის საიტის ჟურნალისტს პირველი შთაბეჭდილებების შესახებ გაუზიარა მოსაზრება.

"შეკრების დასაწყისი ყოველთვის ყველაზე მძიმე ეტაპია, მაგრამ ყველას გვესმის, რომ უნდა ვირბინოთ და ახალი სეზონისთვის ფიზიკურად კარგად მოვემზადოთ. მომავალი სეზონი გასულზე უფრო რთული იქნება.

პირველ დღეს ტესტები გვქონდა, გუშინ ტაქტიკური მეცადინეობა, დღეს კი გამძლეობაზე ვიმუშავეთ. ეს მწვრთნელის ნუნუ რომანუს მეთოდიკაა. კარგია, რომ დღის ბოლოს თავისუფალი დრო მოგვცეს - არა იმდენად დასვენებისთვის, არამედ დატვირთული კუნთების პაუზისთვის. მასაჟზე ვიყავით,
ცივი აბაზანა მივიღეთ, აუზში ვიცურავეთ. აქ ყველა საჭირო პირობა გვაქვს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული