ყაზახეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში კახა ცხადაძის "ორდაბასი" სტუმრად 3:5 დამარცხდა ლიდერ "ასტანასთან". აღსანიშნავია, რომ "ასტანამ" ბოლო 2 გოლი კომპენსირებულ დროში გაიტანა.
ქართველი ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური მე-16 წუთზე შევიდა შეცვლაზე. მან ამ სეზონში 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
ცხადაძემ ნამატჩევს თქვა, რომ ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, შემდეგ დასანანი გოლები გაუშვეს, დამარცხდნენ, მისი გუნდი დაუკომპლექტებელია და აუცილებლად საჭიროებს გაძლიერებას.
ქართველების "ტობოლმა" გასვლაზე 3:1 მოუგო "აკჟაიკს" და ერთი გოლი ჯაბა კანკავამ გაიტანა. მან და ნიკა კვეკვესკირმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარეს.
"ტობოლი" 31 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, "ორდაბასი" კი 22 ქულით მეოთხეზე.
10 ივლისს ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტობოლი" "სამტრედიას" შეხვდება.
03:39 02-07-2018
ცხადაძის "ორდაბასი" ლიდერ "ასტანასთან" დამარცხდა, კანკავამ კი "აკჟაიკს" გოლი გაუტანა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული