ექსკლუზივი: ირაკლი სიხარულიძე ახალ კლუბთან დღეს მოაწერს ხელს

AutoSharing Option
27 წლის ქართველი ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე კარიერას ლატვიის ჩემპიონატის ბინადარ "რიგასში" განაგრძობს.

ამის შესახებ Sportall.ge-ს ექსკლუზიურად თავად ფეხბურთელმა განუცხადა.

"კარიერას ლატვიის ჩემპიონატის ბინადარ "რიგასში" განვაგრძობ. "სლოვაცკოსთან" კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით გაწყდა. კონტრაქტს ხელი ოფიციალურად დღეს უნდა მოვაწერო.

ის სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში და ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, შეიძლება 1 წლით გაგრძელდეს.

იყო სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მსურს... კლუბში მყოფ ორ ქართველს, ბექა ვაჩიბერაძესა და ლაშა შერგელაშვილს ვესაუბრე, რომლებმაც ჩემთვის მისაღები ბევრი ფაქტორი მითხრეს და ამიტომ წინადადებას დავთანხმდი.

"რიგასი" ჩემპიონობისთვის
იბრძვის და ამის ძალიან კარგი შანსი აქვს", - აღნიშნა სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, რომ "რიგასში" ორი ქართველი - ბექა ვაჩიბერაძე და ლაშა შერგელაშვილი ირიცხებიან.

გუნდი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს და ლატვიის ჩემპიონატის დაწყებიდან 13 ტურში 34 ქულით პირველი პოზიცია უკავია.

კლუბს 34 გატანილი და 10 გაშვებული ბურთი აქვს. ბოლო მატჩი ლატვიის თასზე კი სულაც ანგარიშით 15:0 მოიგო.

altრატომ არ თამაშობს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ჩეხეთის ჩემპიონატში?

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოღონდ ლეგიონერები ერქვათ და სად ითამაშებენ არც აინტერესებთ ... სირცხვილია რიგა იქნება თუ სხვა რა მნიშვნელობა აქვს ლატვია ძალიან დაბალი დონეა . ჩვენი კლუბები ბევრად სჯობს ....
დათო რუსთავიდან
10:46 10-07-2018
0
არასწორად მოიქცა ჩეხეთში წასვლით,იქ წავიდა სადაც ვერ გაქაჩავდა.ლატვიის ჩემპიონატი კიდე ჩემი ქალაქის უბნების ჩემპიონატზე ოდნავ მაღალი დონეა
anfield
17:41 09-07-2018
0

სიახლეები პოპულარული