27 წლის ქართველი ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე კარიერას ლატვიის ჩემპიონატის ბინადარ "რიგასში" განაგრძობს.
ამის შესახებ Sportall.ge-ს ექსკლუზიურად თავად ფეხბურთელმა განუცხადა.
"კარიერას ლატვიის ჩემპიონატის ბინადარ "რიგასში" განვაგრძობ. "სლოვაცკოსთან" კონტრაქტი ურთიერთშეთანხმებით გაწყდა. კონტრაქტს ხელი ოფიციალურად დღეს უნდა მოვაწერო.
ის სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში და ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში, შეიძლება 1 წლით გაგრძელდეს.
იყო სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მსურს... კლუბში მყოფ ორ ქართველს, ბექა ვაჩიბერაძესა და ლაშა შერგელაშვილს ვესაუბრე, რომლებმაც ჩემთვის მისაღები ბევრი ფაქტორი მითხრეს და ამიტომ წინადადებას დავთანხმდი.
"რიგასი" ჩემპიონობისთვის
შეგახსენებთ, რომ "რიგასში" ორი ქართველი - ბექა ვაჩიბერაძე და ლაშა შერგელაშვილი ირიცხებიან.
გუნდი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს და ლატვიის ჩემპიონატის დაწყებიდან 13 ტურში 34 ქულით პირველი პოზიცია უკავია.
კლუბს 34 გატანილი და 10 გაშვებული ბურთი აქვს. ბოლო მატჩი ლატვიის თასზე კი სულაც ანგარიშით 15:0 მოიგო.
რატომ არ თამაშობს ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ჩეხეთის ჩემპიონატში?