მატჩმა ოდესაში დიდი ინტერესი გამოიწვია, 27 400-იანი სტადიონი პირთამდე გაივსო და ერთადერთი გოლი დედაქალაქელებმა დონბასელთა მეკარის პიატოვის შეცდომის შემდეგ გაიტანეს.
90+7-ე წუთზე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა იჩხუბეს და მსაჯმა კიეველი ბურდა და დონეცკელი ისმაილი გააძევა.
"შახტარის" განაცხადში არ იყო ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა, რომელმაც 1 ივლისს სოფიის ცსკა-სთან შეხვედრის მე-20 წუთზე ტრავმა მიიღო.
დავით ხოჭოლავამ ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და შეცვალეს
დავით ხოჭოლავა: "შახტარისთვის" მომავალი სეზონი კიდევ უფრო რთული იქნება