"შახტარი" დავით ხოჭოლავას გარეშე უკრაინის სუპერთასზე "დინამოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
უკრაინის სუპერთასზე დონეცკის "შახტარი" კიევის "დინამოსთან" 0:1 დამარცხდა.

მატჩმა ოდესაში დიდი ინტერესი გამოიწვია, 27 400-იანი სტადიონი პირთამდე გაივსო და ერთადერთი გოლი დედაქალაქელებმა დონბასელთა მეკარის პიატოვის შეცდომის შემდეგ გაიტანეს.

90+7-ე წუთზე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა იჩხუბეს და მსაჯმა კიეველი ბურდა და დონეცკელი ისმაილი გააძევა.

"შახტარის" განაცხადში არ იყო ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა, რომელმაც 1 ივლისს სოფიის ცსკა-სთან შეხვედრის მე-20 წუთზე ტრავმა მიიღო.

altდავით ხოჭოლავამ ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და შეცვალეს

altდავით ხოჭოლავა: "შახტარისთვის" მომავალი სეზონი კიდევ უფრო რთული იქნება

მკითხველის კომენტარები / 1 /
თორე ხოჭოლავა დაანგრე და და დაპუტავდა?
გოგა
09:13 23-07-2018
1

სიახლეები პოპულარული