ფონსეკამ "მილანიდან" დათხოვნის შემდეგ შესაძლოა, ახალი სამსახური მალევე იშოვნოს და პრემიერ ლიგაში დასაქმდეს

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, ადგილობრივი "ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი შესაძლოა, მალე გადააყენონ. კლუბის ხელმძღვანელობამ ესპანელს ულტიმატუმი წაუყენა და თუ უახლოეს მომავალში შედეგები არ გამოსწორდება, მას კარისკენ მიუთითებენ.

პრესაში ლოპეტეგის შესაძლო შემცვლელთა გვარები უკვე დასახელდა. ერთ-ერთი "მილანიდან" ახლახანს დათხოვნილი პაულო ფონსეკა გახლავთ.

მეორე კი გრემ პოტერია, რომელიც 2023 წლის მერე, მას შემდეგ რაც "ჩელსიდან" დაითხოვეს, უმუშევარია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული