ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზაურ მახარაძე: ბიჭები დარბოდნენ, მე კი ადგილზე ვიდექი და მზემ თავი გამიხურა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატზე "ზორიამ" 2:1 დაამარცხა "მარიუპოლი". ამ შეხვედრაში ლუგანსკური გუნდის კარს ზაურ მახარაძე იცავდა, რომელსაც ნამატჩევს მცირე ინტერვიუ ჩამოართვეს.

- სრულად ვდომინირებდით. მეტოქეს ერთადერთი მომენტი ჰქონდა - პენალტი. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ყოჩაღ ბიჭებს, მოწინააღმდეგე კარს მიაჯაჭვეს და გამარჯვება მოვიპოვეთ.

- როგორ რეაგირებ თერთმეტმეტრიანზე, დარტყმაზე, თუ მწვრთნელის რჩევის მიხედვით იქცევი?

- მოდით, ეს ჩემს საიდუმლოდ დარჩება (იცინის).

- ახალ გუნდში ოფიციალურ მატჩში პირველად ითამაშე. შინაგანი შიშის გრძნობა არ გქონდა?

- შეკრებაზე არაერთი სპარინგი ჩავატარეთ, ერთმანეთს მივეჩვიეთ. ამდენად, შიშის გრძნობა არ
მქონია.

- ასეთ სიცხეში თამაში არ გაგიჭირდათ?

- ყველას გაგვიჭირდა. ბიჭები დარბოდნენ, მე კი ადგილზე ვიდექი და მზემ თავი გამიხურა (იცინის). პირველად როდი ვითამაშეთ ასეთ სიცხეში. ჩვენ პროფესიონალები ვართ.

- გუშინ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრა ჩატარდა და მომავალი მეტოქის ვინაობა შეიტყვეთ...

- "ბრაგა" ადვილი მოწინააღმდეგე არაა. დარწმუნებული ვარ, ზაპოროჟიეში მხარს დაგვიჭერენ. შემთხვევით ვსარგებლობ და ამ მატჩზე გეპატიჟებით. თქვენი გულშემატკივრობა ძალას შეგვმატებს და გამარჯვებაში დაგვეხმარება.

altზაურ მახარაძე: ჩემი დებიუტი საქართველოს ნაკრებში ამიტომ გადაიდო

alt"ზორიაში" ზაურ მახარაძესთან ერთად ქართველი ნახევარმცველი არველაძე ითამაშებს