როგორც უკვე შეგატყობინეთ, "ზორიას" 27 წლის ქართველმა მეკარემ, ზაურ მახარაძემ ტრავმა მიიღო, ახლა კი მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკურმა კლუბმა გაავრცელა.
უკანასკნელი მატჩები მახარაძემ კარგად ჩაატარა, მაგრამ ტრავმის გამო ერთი თვე გაუცდება და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
ზაურმა საქართველოს მოქალაქეობა კი მიიღო, მაგრამ "საფეხბურთო მოქალაქეობის" გამოცვლა ჯერ ვერ მოახერხა. მან უკრაინის პრემიერლიგის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
აგრეთვე ტრავმირებულია თბილისის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი დმიტრო ივანისენია, თუმცა გუნდის მწვრთნელის, ვიკტორ სკრიპნიკის თქმით, ის მალე ჩადგება მწყობრში.
უკრაინის ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე
"ზორია" მესამე ადგილზეა, მეორე პოზიციაზე მყოფ კიევის "დინამოს" 3 ქულით ჩამორჩება და ვერცხლის მედლების მოპოვებისა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შესაძლებლობას ინარჩუნებს.