წიტაიშვილის შეცვლის შემდეგ კიევის "დინამომ" "ზორიას" თამაში შემოუტრიალა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის 26-ე ტურში კიევის "დინამომ" ზაპოროჟიეში 3:1 დაამარცხა ვერცხლის მედლებისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი "ზორია".

მასპინძელთა გუნდის კარს ზაურ მახარაძე იცავდა, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი, ხოლო სტუმართა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი ლუგანსკელთა ნახევარმცველმა იურჩენკომ თავისი გუნდი პენალტით დააწინაურა. 61-ე წუთზე მწვრთნელმა მიხაილიჩენკომ წიტაიშვილი ციგანკოვით შეცვალა, რის შემდეგაც დედაქალაქელებმა სამი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

ზორია - დინამო 1:3
გოლები: 1:0 იურჩენკო (54, პენ), 1:1 ბუიალსკი (71), 1:2 დე პენა (75), 1:3
ციგანკოვი (90+6)
გაძევება: ცვეკი (84, ზორია)

მკითხველის კომენტარები / 1 /
წიტაიშვილი ძალიან დაბალი კლასის მოთამაშეა,სუსწრაფე მაგას არ აქვს და საფეხბურთო ინტელექტი,დინამო კიევში ეს ვერ ითამაშებს
lazi
16:32 25-06-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული