ზაურ მახარაძე: ჩემი დებიუტი საქართველოს ნაკრებში ამიტომ გადაიდო

AutoSharing Option
"ზორიასა" და საქართველოს ნაკრების მეკარემ, ზაურ მახარაძემ ინტერვიუ მისცა უკრაინელ ჟურნალისტს.

- თქვენ უკრაინაში დაიბადეთ, ძნელი იყო საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილების მიღება?

- ვფიქრობდი, მაგრამ როდესაც კონკრეტული წინადადებით მომმართეს, დიდხანს აღარ მიფიქრია და დავთანხმდი.

- შეკრებაზე მიგიწვიეს, თუმცა არ გითამაშიათ. რატომ?
- ფიფადან ჯერ ოფიციალური ნებართვა არ მოსულა და თამაშის უფლება არ მქონდა. ამიტომ ჩემი დებიუტი გადაიდო. ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდა და ალბათ, ამიტომ ვერ მომისწრეს დოკუმენტების გაფორმება. მითხრეს, რომ არანაირი პრობლემა არ მექნება.

- "ზორიაში" ადაპტაცია გაიარეთ?

- თითქმის.
შეკრებაზე გავეცანი გუნდის მოთხოვნებს. მოუთმენლად ველი ჩემპიონატის დაწყებას.

- გუნდი ახალი სეზონისთვის მზადაა?
- ალბათ. ამას ჩემპიონატის დასაწყისი გვაჩვენებს. ისე, კარგი შეკრება გავიარეთ.

altზაურ მახარაძე: საქართველოს ნაკრებში ყველაფერი სოლიდური და ძალიან საინტერესოა

altua-football.com: რატომ არ აღირსეს ზაურ მახარაძეს უკრაინის ნაკრებში გამოძახება?

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ზაურ!
ლადო
16:38 18-07-2018
0
უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდის ძირითადის მეკარე უდავოდ დიდი ძალა იქნება ნაკრებისათვის.კონკურენციაც გაიზრდება,რაც ძალიან კარგია.წარმატებები ზაურ,კარგი ადამიანი ხარ.
Ruslani
13:48 18-07-2018
1

სიახლეები პოპულარული