ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, მისი "შახტარი" კი "დინამოსთან" ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკრაინის ჩემპიონატის მე-3 ტურში "დინამომ" კიევში 1:0 სძლია "შახტარს".

პრინციპული მეტოქეების შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია, "ოლიმპიისკის" სტადიონზე თავისი გუნდის საგულშემატკივროდ 46 475 მაყურებელი მივიდა.

სტუმართა გუნდის ცენტრალური მცველები კრივცოვი და ორდეცი ტრავმირებულები არიან და დავით ხოჭოლავამ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი - ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა შეუცვლელად. მან ყვითელი ბარათი ვერბიჩთან უხეშობის გამო მიიღო.

ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში ვერბიჩმა მეკარე პიატოვის შეცდომის შედეგად გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამას წინათ "დინამოსთან" სუპერთასის მატჩი დონეცკელებმა სწორედ პიატოვის დაშვებული შეცდომის შედეგად მოიგეს.

საერთოდაც, უნდა ითქვას,
დედაქალაქელები ბოლო ხანს დონბასელებს ურთიერთშეხვედრებში სჯობნიან.

altდავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის ყველაზე ტანმაღალ ფეხბურთელებში მოხვდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბოდიში,მაგრამ სადაა ვიდეო?
სოსო
09:09 04-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული