გიორგი ქოჩორაშვილი: ყოველთვის რეალურად ვუყურებ ყველაფერს, თუმცა ოცნების გარეშე შეუძლებელია რაიმის მიღწევა

AutoSharing Option
"საბურთალოს"ოფიციალურმა Facebook-გვერდმა მათი გუნდის აღზრდილის, გიორგი ქოჩორაშვილის ინტერვიუ გამოაქვეყნა.

- გიორგი, რამდენიმე დღის წინ პირველ გუნდში მოგიწიათ თამაში. ჯერ "საბადელის" წინააღმდეგ, შემდეგ - "ტოტენჰემის". როგორ ფიქრობთ, გეძლევათ პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრების შესაძლებლობა?
- ძალიან დიდი ნდობა გამოხატა პირველი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიომ ჩემ მიმართ, რაც გასახარი და სასიამოვნო ფაქტია. უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთმა ჩვენმა უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა "ვალიადოლიდთან" გააფორმა ხელშეკრულება და საყრდენ ნახევარმცველად ფეხბურთელი სჭირდებოდათ.

პირველად "საბადელისთან" მომეცა შესაძლებლობა. ამ ფაქტს ესპანეთში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეიძლება ითქვას, არავინ მიცნობ
და და უცებ მწვრთნელმა პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მათამაშა. ამის შემდეგ იყო, რომ "ტოტენჰემთანაც" მომეცა შანსი, მართალია, მცირე დროით, თუმცა სასიამოვნო იყო მინდორზე ყოფნა.

- ისეთი ისტორიული კლუბის წინააღმდეგ თამაში, როგორიც "ტოტენჰემია", დიდი პატივია. რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც ბრიტანელების წინააღმდეგ გახვედით სათამაშოდ?
- ბევრი დრო არ მქონია ინგლისელებთან სათამაშოდ, მაგრამ საერთო ჯამში, დიდი გამოცდილება შევიძინე. რომ გითხრათ, საოცარი შეგრძნება მქონდა-მეთქი, არ იყო მასე. "ტოტენჰემის" სახელი რომ ჟღერს, ბევრს შიშის ზარს სცემს, მაგრამ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ყველა დანარჩენი.

კარგი გარემო იყო - სავსე ტრიბუნები და მხურვალე ქომაგობა, რაც ფეხბურთელს დამატებით მოტივაციას აძლევს.

- მატჩის შემდეგ მწვრთნელებთან ხომ არ გქონიათ საუბარი?
- ჩემი თამაში დადებითად შეაფასეს. მწვრთნელები კმაყოფილები იყვნენ, მატჩის დასრულების შემდეგ საქებარი სიტყვები არ დაიშურეს.

- ხომ არ გიჭირთ ესპანური ფეხბურთის სათამაშო სტილთან შეგუება?
- იოლი არ არის, აქაურ ტემპს აჰყვე, თუმცა ვცდილობ, ფეხი ავუბა ესპანურ ფეხბურთს. "საბურთალოში" თამაშისას აკადემიის დირექტორი სწორედ ესპანელი სპეციალისტი იყო.

ანდრეს კარასკოს ხელმძღვანელობით ბევრი რამ ვისწავლე და ბევრად მიადვილდება ესპანურ ფეხბურთთან შეგუება. "საბურთალოც" სწორედ ამ სტილში თამაშობს და ეს ყოველივე ბევრად მიიოლებს ესპანურ კარიერას.

ყველაფერს ვაკეთებ და მომავალშიც ბევრს ვიშრომებ, მაღალი დონის ფეხბურთელად რომ ჩამოვყალიბდე. "საბადელისთან" გამართულ მატჩში კილომეტრაჟით ყველაზე მეტი მქონდა ნარბენი, სპრინტებიც საკმაო რაოდენობით დამიგროვდა.

- როგორ ფიქრობთ, წლეულს მოგეცემათ პრიმერა დივიზიონში თამაშის საშუალება?
- ესპანეთის ჩემპიონატი ძალიან გრძელი პირველობაა. არ გამოვრიცხავ, რომ წლეულსვე დადგეს ეს დრო. ახლა მთავარია, მეორე გუნდში თამაშები მაღალ დონეზე ჩავატარო, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ყოველთვის რეალურად ვუყურებ ყველაფერს, თუმცა ოცნების გარეშე შეუძლებელია რაიმის მიღწევა.

- რა სხვაობებს ხედავთ "ჟირონასა" და "საბურთალოს" საწვრთნელ პროცესებში?
- სავარჯიშო სტილი, შეიძლება ითქვას, ერთი და იგივეა, თუმცა სისწრაფეები ბევრად მაღალ დონეზეა აყვანილი.

- ესპანეთში გამგზავრებამდე ბოლოს "საბურთალოს" პირველ გუნდში რამდენჯერმე მოგიწიათ თამაში. რას იტყვით თქვენს ყოფილ კლუბზე?
- მახარებს, რომ გუნდი ეროვნულ ლიგას ლიდერობს და კარგი შანსი აქვს ჩემპიონობის. ჯერ დიდი დროა დარჩენილი პირველობამდე, მაგრამ ფაქტია, რომ "საბურთალო" სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს და ღირსეულად ლიდერობს გათამაშებას. რაც შეეხება მეორე გუნდს - სტატისტიკურ მონაცემებს შეძლებისდაგვარად ვეცნობი. ბიჭებთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს და ვგებულობ კლუბის ამბებს.

- "საბურთალოში" პირველ ნაბიჯებს როგორ გაიხსენებთ?
- 6 წლის ვიყავი, როდესაც "საბურთალოს" საფეხბურთო სკოლაში დავიწყე თამაში. პირველ დღეს ცოტანი ვიყავით, თუმცა, როგორც ჩანს, კარგი ვარჯიში გამომივიდა და მეორე დღეს პირველ გუნდში დამიბარეს.

ამან ძალიან გამახარა და სტიმული მომცა. იმ პერიოდში ჩემი მწვრთნელი მამუკა მინაშვილი იყო. თავდაპირველად, მცველად ვთამაშობდი, მაგრამ შემდეგ მამუკა მინაშვილმა შემიცვალა პოზიცია და საყრდენ ნახევარმცველად გადამწია. მას შემდეგ აღარ შემიცვლია სათამაშო პოზიცია.

alt"ჟირონას" ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა "ტოტენჰემთან" მოგებულ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა და პირველი ტიტულიც მოიგო [VIDEO]

altქართველი ლა ლიგის გზაზე - დებიუტი პრიმერა დივიზიონის კლუბში და ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის შანსი

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ბიჭი ხარ და მთავარია ამ შემართებით გააგრძელო შრომა, წარმატებები გარდაუვალი იქნება!
Georgian
01:41 08-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული