ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
Kazfootball.kz-მ საქართველოს ნაკრებისა და "ტობოლის" ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ყაზახეთის პრემიერლიგის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"ჯაბა კანკავა მოედნის ცენტრში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ის მეტოქის შეტევებს შლიდა და თავისი გუნდის იერიშებს იწყებდა.

მან ორთაბრძოლების 79% მოიგო, 12-ჯერ ჩაჭრა მეტოქის გადაცემა, 6-ჯერ კი სუფთად აართვა ბურთი.

მისი პასების სიზუსტე 94%-ს შეადგენდა", - წერია საიტზე.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში ჯანკავასა და კვეკესკირის "ტობოლმა" კახა ცხადაძის "ორდაბასი" მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ამ მატჩში ყვითელი ბარათიც მიიღო.

"ტობოლი" 22-ე ტურში,
11 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე "ჟეტისუს" უმასპინძლებს.

altჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

altჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული