ჩვენებურის "გრენობლმა" საკუთარ მოედანზე "ნიორი" 1:0 დაამარცხა.
26 წლის ქართელი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირებული იყო.
საფრანგეთის ლიგა 2-ში სამი ტურია გასული, "გრენობლს" კი საკმაოდ კარგი სტარტი აქვს აღებული და 7 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.
ჯიღაურის კლუბი მე-4 ტურში 17 აგვისტოს "აიაჩოს" ესტუმრება.
ყაზახეთიდან საფრანგეთში - "გრენობლმა" ჯაბა ჯიღაური წარადგინა